ვარსკვლავები ვისთვის დამზადდა Tiffany & Co მიერ უნიკალური, ბრილიანტის "ეკლის გვირგვინი" (+ვიდეო) 2022, 2 ივლისი, 9:57 ვისი ჩანაფიქრია "ეკლის გვირგვინი"-2? საუბარია უნიკალურ საიუველირო სამკაულზე, რომლის დამზადება რამდენიმე წლის წინ მუსიკოსმა ჰენდრიკ ლამარმა და თანადამფუძნებელმა დეივ ფრიმ გადაწყვიტეს. წყვილმა შეადგინა ნახაზი და 2021 წელს თანამშრომლობის წინადადებით მიმართა Tiffany & Co. კომპანიამ დიდი სიამოვნებით დაიწყო იშვიათი ძვირფასი ჩანაფიქრის განხორციელება. რას წარმოადგენს "ეკლის გვირგვინი"? იგი საიუველირო ხელოვნების მაღალი კლასის უნიკალური აქსესუარია. ეს გვირგვინის ფორმის სამკაული შესრულებულია ტიტანისგან და შემკულია 50 ეკლით და ბრილიანტებით. რა დრო და რამდენი ძვირფასი ქვა დასჭირდა პროექტის რეალიზაციას? სამკაულის დამზადებაზე 10 თვის განმავლობაში მუშაობდა Tiffany & Co ოთხი იუველირი, ანუ ნაკეთობის ხელით შესრულებას დასჭირდა 1300 საათი. ყოველი ქვა და ყოველი ეკალი დამაგრებულია ხელით, მე-19 საუკუნის საიუველირო ტრადიციების დაცვით. მიუხედავად ნაკეთობის ზომისა და 8 000 ბრილიანტისა (137 კარატი), გვირგვინი სულ 200 გრამს იწონის. იუველირების შთაგონების წყარო იყო ჟან შლიუმბერჟეს ბროში "ეკლები". რისთვის არის საჭირო ასეთი სამკაული? ძვირფასი აქსესუარი ჰენდრიკ ლამარის სცენიური სახე გახდა გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლის დროს. იგი 2022 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენაა. რეპერ ლამარის ჩანაფიქრით "ეკლის გვირგვინი" დამზადდა ხელოვნების მოღვაწეთა პატივისცემის ნიშნად, აგრეთვე თვითონ რეპერის მნიშვნელოვანი გავლენისა და წვლილის შეტანისთვის მუსიკალურ ინდუსტრიასა და კულტურაში.
გაეცანით შემდეგ სტატიებს:
როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ! ყველაზე ცნობილი ბრილიანტის სამკაულები კინოს ისტორიაში სანამ ცნობილი ადამიანები გახდებოდნენ, ასე "გამოიყურებოდა" მათი ღიმილი გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა ტატუს წარუმატებელი "ხელოვნების ნიმუშები" იაპონური ბოდი-არტი: ქალების სხეულებზე ტუშით შესრულებული სურათები ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში 136 3-ს მოსწონს
|