სხვა
10 სრულიად ჩვეულებრივი რამ, რაც ჩრდილოეთ კორეაში სასტიკად აკრძალულია
2022, 1 ივლისი, 22:31
თუკი ფიქრობთ რომ ცხოვრებაში არ გაგიმართლათ, ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტების გაცნობის შემდეგ, თავს ნამდვილ იღბლიან ადამიანად იგრძნობთ! წარმოგიდგენთ ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივ შემთხვევებს, რომლებიც მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში სიკვდილით ისჯება.
1. ალკოჰოლის მოხმარება
2013 წელს ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ოფიცერი, გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უპატივცემულობის გამო სიკვდილით დასაჯეს, რადგანაც მან ალკოჰოლი 100-დღიანი გლოვის პერიოდში მოიხმარა.
2. ტელევიზორის ყურება
რამდენიმე წლის წინ, ჩრდილოეთ კორეაში 80 ადამიანი სამხრეთ კორეული სატელევიზიო შოუს ყურების გამო საჯაროდ დახვრიტეს. ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯის პროცესისთვის თვალყურის დევნება 10 000 ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც აიძულა.
3. ავტომობილის მართვა
ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი მანქანის ყოლის უფლება მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკებს აქვთ. გამოდის, რომ 100-ადამიანიდან ავტომობილი მხოლოდ ერთ კორეელს ჰყავს.
4. მუსიკის მოსმენა
ამ ქვეყანაში ტკბილხმიანი მომღერლების მოსმენის იმედი დიდად ნუ გექნებათ! ნუ, რა თქმა უნდა, ეს იმ მომღერლებს არ ეხებათ, ვინც კიმ ჩენ ინის მიერ ქვეყნის მმართვის სტილს ადიდებს და ხოტბას ასხამს.
5. კომუნიკაცია საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებთან
ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე თუკი საერთაშორისო ზარის განხორციელებას შეეცდებით, თქვენ აუცილებლად მოგკლავენ. 2007 წელს მამაკაცი საერთაშორისო ზარის განხორციელების გამო სტადიონზე საჯაროდ დახვრიტეს, სადაც სიკვდილით დასჯის შემდეგ ჭყლეტაში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.
6. საკუთარი აზრის ქონა
რეჟიმის კრიტიკაში შემჩნეულ ყველა ადამიანს მყისიერად "საგანმანათლებლო" ბანაკში აგზავნიან.
7. უცხოეთში გამგზავრება
როგორც კი ქვეყნის დატოვებას შეეცდებით, თქვენზე ნადირობა მაშინვე გამოცხადდება.
8. რელიგია
მართალია, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის ადამიანებს რელიგიურ თავისუფლებას სთავაზობს, თუმცა ქრისტიანი ქალი იქ საჯაროდ, ბიბლიის გავრცელებისთვის დახვრიტეს.
9. პორნოგრაფიის ყურება
ქვეყნის ტერიტორიაზე პორნოგრაფიის როგორც ყურება, ასევე გაყიდვაც სიკვდილით ისჯება.
10. ინტერნეტში შესვლა
ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტქსელი არ არის. იქ მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდის პორტალი ფუნქციონირებს.