მუსიკა რუსეთიდან გაქცეული ალა პუგაჩოვა ლატვიაში შეამჩნიეს(ვიდეო) 2022, 1 ივლისი, 15:21 ![]() შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანი გახლავთ, რომელმაც დატოვა რუსეთი უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ. მომღერალი თავიდან ამტკიცებდა, რომ სამშობლოში დაბრუნებას შემოდგომისთვის გეგმავდა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ღაღადებს:მომღერალმა კესარიის ძველ ებრაულ სასაფლაოზე ორი ადამიანის დაკრძალვის ადგილი უკვე იყიდა. ![]() ალა პუგაჩოვა რუსული პოპულარული მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მომღერლად ითვლება, პრიმადონას აქვს ჩაწერილი 500-მდე სიმღერა მსოფლიოს 8 ენაზე, მთლიანად მისი გაყიდული ჩანაწერების ტირაჟი 200 მილიონს აჭარბებს, ზოგიერთი მისი ჰიტი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე აჟღერდა, მაგალითად "Миллион роз" ნამღერია ინგლისურ, კორეულ, ებრაულ, ფინურ, ვიეტნამურ, შვედურ, უნგრულ და სხვა ენებზე. მთლიანად სიმღერის ასამდე ქავერ ვერსია არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. 601 2-ს მოსწონს
|