რას სწავლობენ მამაკაცები ახალს მას შენდეგ, რაც ქალებთან ურთიერთობას იწყებენ? ინტერნეტის მომხმარებლებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ხალხს:
1. მთავარია კარგი მსმენელი იყო
„გავიგე, რომ ქალებს შეუძლიათ საკუთარი ემოციური პრობლემების გადაჭრა. ზოგჯერ მათ უბრალოდ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოუსმენს მათ ისტორიას და არ ეტყვის რა არის სწორი და არასწორი“.
2. ფიქრის უწყვეტი პროცესი
„ისინი... საერთოდ არ წყვეტენ... ფიქრს... შემიძლია დივანზე დავჯდე კედელს შევხედო და გონება დაცარიელდება. ხანდახან აზრმა შეიძლება ქარში გადაგდებული ჩიფსბის პაკეტივით გაცუროს... მერე... ისევ სიჩუმე.
მაშინ როცა ყველა ქალს, ვისთანაც მქონია ურთიერთობა, როგორც ჩანს, ანთებული ტვინი ჰქონდა სავსე ხმაურით. "
3. არავის აწყენს
"კარგი ჩახუტება, როდესაც ის "კარგად არის" სასწაულებს ახდენს."
4. და ასეა ყოველ თვეს
“სანამ შეყვარებულთან ერთად არ გადავიდოდი საცხოვრებლად, მიჭირდა იმის გაგება, თუ რამდენად ხშირად აქვთ მენსტრუაცია, რამდენ ხანს გრძელდება და რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ახლა ყველაფერი ვიცი და ქალბატონების არ მშურს."
5. საეჭვო თეორია
“ქალები დაჟინებით გვთხოვენ უნიტაზის თავის დაწევას რადგან შეიძლება ვერ შეამჩნიონ და ისე დასხდნენ მასზე"
6. თავს დამნაშავედ გრძნობენ ყველაფრის გამო
“ჩემი პირველი შეყვარებული, ყოველ ჯერზე, როცა რაიმე სასიამოვნოს ვაკეთებდი, ან ბოდიშს იხდიდა, ან რაიმე სახის სექსუალურ ჯილდოს მპირდებოდა. თავიდან ამაღელვებელი იყო, მაგრამ როცა განმეორება დაიწყო, ვთქვი, რომ კარგს ვაკეთებ არა ჯილდოსთვის, არამედ იმიტომ, რომ მაინტერესებს ის.. ამის შემდეგ ტირილი დაიწყო"
7. იდეალური პარტნიორი
„ მენსტრუაცია ცუდია. ბიუსტჰალტერი ცუდია. გაპარსვა ცუდია. ქალებს არ აქვთ საკმარისი ჯიბეები ტანსაცმელზე. და მათ უყვართ კომპლიმენტები იმის შესახებ, რაშიც დარწმუნებულები არ არიან (მაგალითად, სტრიები ან წელის სისქე)."
8. მამაკაცის გარდერობი
"ახლა ვიცი, რომ ჩემი მაისურები სინამდვილეში მისი მაისურებია."
9. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მამაკაცს შეუძლია-მოსმენაა
„ჩემი პირველი ურთიერთობა: ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ბრაზობს ჩემი შეყვარებული ისეთი რაღაცების შესახებ, როგორიცაა მისი საშინელი თანამშრომლები, სტრესი პროექტის გამო და ა.
ჩემი მეორე ურთიერთობა: მივხვდი, როცა ქალები ამას აკეთებენ, მათ უბრალოდ უნდათ სიტყვის თქმა და ბოლოს ჩახუტება. მათ არ სჭირდებათ თქვენი რჩევა, მათ არ სჭირდებათ მშვიდი, რაციონალური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ამ ცეცხლს ზეთს ნუ დაუმატებთ, დაიწვება“.
10. მნიშვნელოვანი წვრილმანები
”ყველაზე უმნიშვნელო რამ, რაც შემიძლია გავაკეთო მისთვის (ჟესტი, კომპლიმენტი, ღიმილი და ა. შ, შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
11. აღმოჩენა
”მე გავიგე, რომ ქალები არ იცვამენ ერთი კომპლექტის საცვლებს. ადრე გულწრფელად მეგონა, რომ ბიუსტჰალტერი და ტრუსი ყოველთვის ერთნაირი იყიდებოდა“.
12. ბუნებით მგრძნობიარეები
„ისინი უფრო დაუცველები არიან, ვიდრე გვაჩვენებენ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ გამოვიყენოთ ეს დაუცველობა მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კამათის დროს“.
13. თმები
„დაცვენილი თმის რაოდენობა არარეალურია... არ ვიცი, როგორ არ მელოტდებიან, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ხშრად სცვივათ თმა“.
14. თავისუფლება!
„ქალებს სძულთ ბიუსტჰალტერი. ეს ნივთი მიფრინავს, როგორც კი შემოსასვლელი კარი იკეტება."