x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკას გეგმაში აქვს რუსეთი 17 სახელმწიფოდ დაშალოს
image

შეერთებულ შტატებში განიხილავენ რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო სუბიექტად დაყოფას. მედიამ ყურადღება გაამახვილა პორტალ Substack-ის მასალაზე რუსეთის კოლონიებად დაყოფის შესახებ.


ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის სამთავრობო კომისიამ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში დისკუსია გამართა რუსეთის „რამდენიმე სახელმწიფოდ“ დაყოფის შესახებ. პროექტის ავტორების აზრით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა მიღწეული იქნეს „რუსეთის ხალხების შესვლა“ „თავისუფალი სამყაროს“ ქვეყნების ოჯახში.


ეს ყველაფერი მომხსენებლების მიერ წარმოდგენილია როგორც „მორალური და სტრატეგიული“ აუცილებლობა.


„რუსეთის აგრესიამ გამოიწვია დიდი ხნის დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის „დეკოლონიზაცია“, რადგან ის არის „საბჭოთა კავშირის კანონიერი მემკვიდრე, რომელიც მალავდა თავის კოლონიურ ამბიციებს ანტიიმპერიული და ანტიკაპიტალისტური რიტორიკის ფონზე“, განაცხადა პროექტის ავტორებმა.


სტატიაში საილუსტრაციოდ გამოყენებულია ერთ-ერთი რუკა, (მთავარი ფოტო)რომელზეც რუსეთი რამდენიმე სახელმწიფოდ არის დაყოფილი. ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაში იქნება თავად რუსეთის რესპუბლიკა, ჩუვაშია, მარი ელი, თათრეთი, კალმიკია, უდმურტია, ბაშკორტოსტანი.

რუსეთი ასევე დაიყოფა შემდეგ ნაწილებად: კომი, ურალის რესპუბლიკა, ციმბირის რესპუბლიკა, ალტაი, ტუვა, ბურიატია, სახას რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაცია, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა და მორდოვია.

ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფოებად დაყოფის კონცეფციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს მაინც „ოცნება და ფანტაზია“.


ამასობაში ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შესაძლოა 20 000-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი განლაგდეს. აშშ აქტიურად იღებს სამხედროებს, რათა გაგზავნოს ისინი უკრაინის ტერიტორიაზე.

მხოლოდ ამერიკული PMC-ები(Private military company) არიან მზად, დაიწყონ რამდენიმე ათასი სამხედროთი ბრძოლა. პორტალი Avia.pro-ს ცნობით, აშშ-დან 20 000 პროფესიონალი დაქირავებული ჯარისკაცის გადაყვანამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს უკრაინაში ძალთა ბალანსზე.

5
594
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
594
  
2022, 8 ივლისი, 12:56
ეგ რომ მართლა ეგრე იყოს დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა რუსეთი. ნუ ცხოვრობთ რუსული პროპაგანდით.
2022, 26 ივნისი, 6:20
გაუმარჯოს ერთმოთწმუნე რუს ერს, სიკვდილი უკრინელ ბანდერელ ნაცისტებს. როგორც კი ამერიკელი დაქირავებულების ქვედანაყოფები გადალახავენ საზღვარს და აღმოჩნდებიან უკრაინაში გახდებიან კანონიერი სამიზნე რუსული ზემაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის. დიდება უკრაინას რუსეთის შემადგენლობაში.
2022, 26 ივნისი, 3:29
ჯერ კიდევ 1996 წელს იყო ეს გასაკეთებელი, როცა ღრუსები ყელამდე ნეხვში იყვნენ, რაც ბუნებრივია, მაგრამ ასევე ნეხვი ამერიკელები მათ სულ მცირე 40 მილიარდით დაეხმარნენ, რათა დიდ ბირთვული არსენალის გამაკონტროლებლები ყოლოდათ, შედეგს კი ვხედავთ პუტლერის და ნეო-რაშიზმის სახით. ძალიან კარგი, ნეტა ასე მოხდეს, მაგრამ რა ვიცი..... ჩვენ ასე გაგვიმართლებს?
2022, 25 ივნისი, 20:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 ივნისი, 19:31
ფრთხილად იყოს ამერიკა 2023-ში ტეხასში აპირებენ ჩაატარომ რეფერენდუმი რომ გამოეყონ აშშ-ს.
0 1 5