საქართველო "საკაცით შემოიყვანეს, უმძიმესი შთაბეჭდილებით გამოვედი" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი 2022, 25 ივნისი, 16:37 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მამა გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზოგადად, პატიმრების ციხეში არსებულ გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს, რომელზე სრულ პასუხისმგებლობასაც ოპოზიციონერი დეპუტატი დღევანდელ ხელისუფლებას აკისრებს. თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:"გუშინ ვიყავი გლდანის მე18-ე საპყრობილეში ( მამა გიორგი მამალაძის თხოვნით) საკაცით შემოიყვანეს, ვისაუბრეთ, უმძიმესი (ზოგადად) მდგომარეობაა ციხეში, პატიმრები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ, სრულიად უყურადღებოდ ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ ტვ ეთერში, უმძიმესი შთაბეჭდილებით გამოვედი, ( წამების და არაადამიანური მოპყრობის ფორმები სხვადასხვა არსებობს)არ გაბედოს ვინმემ "იმ ცხრა წელზე" საუბარი, მე მაშინაც ვაპროტესტებდი და მაგიტომაც ვიყავი ოპოზიციაში, 10 წელია ეს მავნებელი სამარცხვინო ხელისუფლებაა სათავეში, პასუხს ამ ხელისუფლებას ვთხოვ!!!!!!!!" - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.198 შეფასება არ არის |