სხვა რა ბედი ეწია ეიფელის კოშკის ქვეშ მდებარე საიდუმლო ბუნკერს? 2022, 28 ივნისი, 9:49 შესაძლოა თქვენთვის ცნობილია, რომ გუსტავ ეიფელი თავის ცნობილ კოშკს პირად სამეცნიერო ლაბორატორიადაც იყენებდა. მაგრამ იცით თუ არა, რომ ეიფელის კოშკის ქვეშ განლაგებულია საიდუმლო სამხედრო ბუნკერი, რომლის შესასვლელი სამხრეთ საყრდენთანაა? ბუნკერი აშენდა 1909 წელს. სამხედრო კავშირის უზრუნველყოფისთვის კოშკი დაპროექტებული იყო, როგორც მსოფლიო გამოფენის (1889 წლის) მთავარი შესასვლელი. შემდეგ როცა ის დასრულდა, ეიფელი შეეცადა თავისი პროექტის გადარჩენის გზები მოენახა. ის ფინანსურად დაეხმარა არმიის გენერალს და რადიოს პიონერს, გუსტავ ოგიუსტ ფურიეს და კოშკის წვერზე ააშენა უკაბელო ტელეგრაფის სადგური. მეხი ეიფელის ანძას დაეცა, 1902 წელიპროექტი წარმატებული იყო, რამდენადაც ეიფელი და ფურიე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სამხედრო რადიოგადაცემების პირველი გამოცდების დროს. მანამდე მეცნიერმა ეჟენ დიუკრემ შესძლო დაემყარებინა პირველი რადიოკავშირი მორზეს ანბანის გამოყენებით, რომლის დროსაც დააკავშირა ეიფელის კოშკი და პანთეონი. მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები უკმაყოფილო იყვნენ მარსის ველზე მოსეირნე ჯარისკაცებით, ამოტომ 1909 წელს ააშენეს მუდმივი ბუნკერი რადისტებისთვის. 1913 წელს პარიზის ობსერვატორიამ (სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი) გადასცა უკაბელო სიგნალები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიას (ვირჯინიის შტატი). პირველი მსოფლიო ომის დროს ბუნკერი, თავისი მიწისქვეშა ქსელით და საიდუმლო გვირაბებით, ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. კოშკის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნა აგრეთვე მაშინ, როცა საფრანგეთის არმიამ დაბლოკა გერმანიის რადიოკავშირი, რაც ერთ-ერთ ბრძოლაში გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა. საფრანგეთის სამხედროებმა, აგრეთვე შესძლეს მტრის შეტყობინებების გაშიფვრა, კერძოდ ერთ-ერთი შეტყობინების (გერმანიასა და ესპანეთს შორის) გაშიფვრის საფუძველზე დააპატიმრეს ეგზოტიკური მოცეკვავე და ჯაშუში მატა ჰარი. პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ბუნკერიომის შემდეგ, 1921 წელს, კოშკის ჩრდილოეთ საყრდენზე გაიხსნა რადიოსადგური Radio Tour Eiffel, რომელიც გადმოსცემდა ახალ ამბებს, ამინდის პროგნოზს და საკონცერტო პროგრამებს. 1920-იან წლებში ფრანგ მსახიობს საშა გიტრის მიჰყავდა რადიოგადაცემები. რადიო არ იყო კავშირის ერთადერთი ფორმა. გარკვეულ პერიოდში, ეიფელის კოშკში განლაგებული იყო ფრანგული გაზეთის Le Figaro-ს რედაქცია, აგრეთვე ფოსტის განყოფილება. სამწუხაროდ რადიოსადგურმა არსებობა შეწყვიტა 1940 წელს, ფაშისტური ოკუპაციის დროს, თუმცა შემდეგ მაუწყებლობა განახლდა. გვირაბი საიდუმლოდ რჩებოდა 70 წლის განმავლობაში. ბუნკერის ზოგიერთი საიდუმლო დღესაც ამოუხსნელია (მაგალითად, არსებობს თუ არა მარსის ველის საზოგადოებრივი პარკების და სამხედრო სკოლის კორპუსების დამაკავშირებელი გვიარაბი). ბევრი რადიოსადგური და ციფრული სატელევიზიო არხი (პირველი სატელევიზიო ანძა დაიდგა 1957წ.) დღემდე აგრძელებს ტრანსლაციას ეიფელის კოშკიდან. ცოტა ხნის წინ, ეიფელის კოშკის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა სივრცის ნახვის საშუალება გაჩნდა, მაგრამ მნახველებისთვის ჯერჯერობით დახურულია. თუ დაეშვებით კიბით 4-5 მეტრით ქვემოთ, აღმოჩნდებით ძველი ბუნკერის შესასვლელთან მდებარე პატარა, იმპროვიზირებულ მიწისქვეშა მუზეუმში, სადაც საკულტო ღირსშესანიშნაობასთან დაკავშირებული ნაკლებად ცნობილი ისტორიული ძეგლები ინახება. ბუნკერის ბირთვი უკვე რამდენიმე ხანია საზოგადოებისთვის დახურულია, ხოლო ის, რის ნახვაც დაშვებულია, ომისდროინდელი არ არის.
ბუნკერში მდებარე მუზეუმიდღეს, დემილიტარიზებული ბუნკერი ემსახურება ნაკლებად მიმზიდველ მიზანს-იქ ინახება იმ რესტორნების პროდუქტები, რომლებიც ეიფელის კოშკშია განლაგებული. ცნობისმოყვარე მნახველებში გარკვეულ დაინტერესებას იწვევს მიწისქვეშა სივრცის ის ადგილი, სადაც განლაგებულია ორიგინალური სამანქანო განყოფილება. ამ განყოფილებიდან იმართება ექვსი ჰიდრავლიკური ლიფტი, რომლებიც გუსტავ ეიფელის მიერ არის დაპროექტებული 1889 წელს. გაეცანით შემდეგ სტატიებს:რატომ არის საბერძნეთის კუნძულებზე სახლები თეთრი ფერის მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო) ნიკოლა ტესლა - როცა სამყარომ თავისი გენია დაივიწყა საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა 10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები ჰიტლერის არგენტინული კვალი. FBI-ის გასაჯაროვებული დოკუმენტები (ვიდეო) გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა დროში დაკარგული: რუდოლფ ფენცის უცნაური ისტორია 638 5-ს მოსწონს |