x
image
ირინა მ.
62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image

2020 წლის ზაფხულში, მასმედიაში გავრცელდა ნიუსი, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში: 62 წლის ჰოლივუდის მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი დაინიშნა ქალიშვილზე, რომელიც მასზე 38 წლით უმცროსია, და თავის შვილის თანატოლია. ბოევიკების ვარსკვლავის რჩეული, ფიტნეს-ტრენერი ემა კროკდალია.

ხელის თხოვნის დროს, რომელიც სტოკჰოლმში შედგა, ემამ თავისი შეყვარებულისგან მიიღო ბეჭედი, შთამბეჭდავი ზომის ვარდისფერი ბრილიანტით. მან 21-ესაუკუნის ტრადიციისამებრ, ბეჭედი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, მაგრამ მასმედიისთვის ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი: როცა დოლფი და ემა ლოს-ანჯელესში სასეირნოდ გამოვიდნენ, პაპარაცებმა იმ წუთასვე საიუველირო ნაკეთობისკენ მიმართეს ობიექტივები.

image

image

ქალიშვილმა მათ საქმე გაუადვილა: ავტომობილში ჩაჯდა, და ფანჯრიდან ხელი გადმოჰყო-ფოტოგრაფებს ძვირფასი კადრების გადაღების საშუალებს მისცა.

image


image

პირველად ლუნდგრენის ახალ ურთიერთობებზე 2020 წლის იანვარში ალაპარაკდნენ: იგი Cana Dorada-ს კინოფესტივალზე (დომინიკის რესპუბლიკა) ემა კროკდალის თანხლებით მივიდა. ცნობილია, რომ ქალიშვილი ნორვეგიიდან არის, მაგრამ ახლა ლოს-ანჯელესში მუშაობს. სავარაუდოდ, დოლფმა და ემამ სწორედ ფიტნეს კლუბში გაიცნეს ერთმანეთ, მსახიობი ხომ აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს.

დოლფი დაქორწინებული იყო დიზაინერ ანეტ კვიბერგზე. ისინი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კი, რომელიც ფილმის "უნივერსალური ჯარისკაცის"გამოსვლასთან იყო დაკავშირებული, მას ხელი სთხოვა. ისინი 17 წელი იყვნენ ერთად, 2011 წელს დაშორდნენ. დოლფს და ანეტს ორი ქალიშვილი ჰყავთ-19 წლის გრეტა და 24 წლის იდა. იდა სხვათაშორის ლუნდგრენის მომავალი მეუღლის თანატოლია.

imageდოლფი შვილებთან ერთად
image




იხილეთ ასევე:




ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image

ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image


კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image






0
518
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0