მსოფლიო ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც არ მიდის რუსული გეგმის მიხედვით... 2022, 24 ივნისი, 13:41
რაღაც არ მიდის გეგმის მიხედვით...
შოიგუს თქმით, აუცილებელია რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. რუსეთმა და ბელორუსმა უნდა მიიღონ სასწრაფო ზომები საკავშირო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ტელეკომპანია "ზვეზდა" იტყობინება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბელორუს კოლეგასთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრაზე მოსკოვში განაცხადა. "გარემოებები გვკარნახობს სასწრაფო ერთობლივი ზომების მიღების აუცილებლობას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჯარების რეგიონული დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნისა და ერთიანი რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემის გაზრდის მიზნით", - თქვა შოიგუმ. რუსი მინისტრის თქმით, ეს ქმედებები სულ უფრო აქტუალური ხდება. რუსეთის შეტევითი პოზიციიდან თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა მის გეგმებში არ იყო. პუტინისგან გაუთვალისწინებელი რამ ხდება. სავარაუდოდ, დასავლეთი მიხვდა, რომ დაზამთრებამდე და, შესაბამისად, აცივებამდე უნდა დაასრულოს რუსეთის პარპაში უკრაინაში. 416 2-ს მოსწონს |
ეს კი ამერიკელი ექსპერტინ ანალიზია ნატოს ჯარების სავალალო მდგომარეობაზე
https://www.youtube.com/watch?v=ReFnrmQY7_8