x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136583
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
პატიმრის სენსაციური განცხადება მე_8 საპყრობილეში.

image















მერვე საპყრობილეში მყოფი პატიმრის ბექა "თიხილაურის" განცხადება : გამარჯობათ . რა მინდა გითხრათ, როგორც ასეთი არსებული სიტუაცია უკვე ყველამ კარგად იცით, მოდით პირდაპირ დავიწყებ საუბარს და ჩვენზე გიამბობთ, ვართ ტუბერკულიოზით დაავადებულები, ქრონიკის ორწლიან კურსებში გვსვავენ არც კი გვეუბნებიან მოვრჩებით თუ მოვკვდებით, ტუბ ზონაში არ მივყავართ, აქ საშინელ პირობებში გვასმევენ თხუთმეტ ტაბლეტ წამალს დღეში. ყოველდღე გვატყუებენ დღეს წაგიყვანთ ხვალ წაგიყვანთ ახლობლებისთვისაც კი გვათქმევიეს რომ გადავყავდით ტუბ ზონაში მაგრამ მოგვატყუეს ამის საპასუხოდ კი შიმშილობა დავიწყეთ უკვე ორი დღეა საჭმელი არ გვიჭამია, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს მანამ არ შევწყვეტთ შიმშილს სანამ არ გაგვიშვებენ ტუბ ზონაში. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ვინმე გაგა მკურნელიძის მიერ რადგან მას არ სურდა წავსულიყავით ტუბ ზონაში, 6 წელია აქ ვზივარ, ვარ 21 წლის ნახევარი ჯამრთელობა წამართვეს, ბავშვობიდან აქ ვზივარ. როდესაც ტუბ ზონაში ვიყავით ტელეფონები ჩაგვიდეს და ამ მიზეზით უკან გამოგვგზავნეს, მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული ხედვა მაქვს ამის გამო 7 წელი დამიმატეს თანაც ისე რომ ვერც დაგვიმტკიცეს. გუშინ 10 კაცი წაიყვანეს ტუბერკულიოზის ზონაში დავრჩით რვანი ეგეც არვიცით რის მიხედვით აარჩიეს მაგრამ ისიც საკითხავია ჩაიყვანეს თუარა მართლაცდა ტუბერკულიოზის ზონაში. გთხოვთ იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღება გვკლავენ არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ტუბერკულიოზიანი ადამიანის ყოფნა. როდესაც დამიჭირეს ჩვეულებრივი რვა თვიანი ტუბერკულიოზი მქონდა შემდეგ კი იმდენი ქნეს გამაქრონიკეს და ახლა 2 წლიანი გამიხდა ამაზედაც კი ვერავინ მიხდება პასუხისმგებელი ის კიარა ექიმები ისეთ დოკუმენტზე გვაწერინებენ ხელს რომელშიდაც წერია თუ რამე დაგემართებათ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ საკუთარ თავზეო. ისეთ წამლებს გვასმევენ რომელიც საერთოდ ხმარებიდანაა ამოღებული, არსად მსგავსი წამლებით აღარ მკურნალობენ. ისეთ ძლიერ ტაბლეტებს გვასმევენ გვთიშავს გვისპობს მთელ ორგანიზმს, არც ვიტამინებს გვასმევენ არც საჭმელს გვაჭმევენ, ჰაერზე გავლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. გვხოცავენ როგორც ტყვეებს. გთხოვთ დაგვეხმაროთ პატიმრებს.

სოლიდარობა პატიმრებს !

6
1282
6-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
1282
  
2012, 25 სექტემბერი, 19:47
+1
2012, 22 სექტემბერი, 22:08
ეჰ :( ამ ადამიანის გამო როგორ არუნდა გახვიდე ქუჩაში და როგორ არ უნდა გამოუცხადო სოლიდარობა? ნუთუ ეს სოლიდარობა რამეს ნიშნავს ამ დამპალ დროებაში? უნდა შევძლოთ, თუ ვერ მოვახერხეთ და ვერაფერი შევცვალეთ, მაშინ ვიტყვი გვიცხოვრია ტყუილად დამპალი საქართველო ჯანდაბას ! მე სინათლე მინდა ! სიმართლე მინდა!
2012, 22 სექტემბერი, 22:02
aba ra magis xelebi xan fexburtze dadian xan svaven xan nashebshi ertobian amas kide es ar gamoucdia bavshobidan wamebashia.
2012, 22 სექტემბერი, 21:58
წარმოიდგინე ტიპი 14 წლის დაიჭირეს რაღაც უაზრობაზე :@ და სიცოცხლე გაუმწარეს ესეთი ადამიანი უნდა შეიწყალო თავის დროზე ის რო გამოვა გაბოროტებული სიკეთეს გააკეთებს კიდევ? განა ამას კიდევ შეიძლება პასუხი მოსთხოვო? რომ გამოვიდეს და ტერორისტად იქცეს ვიღას გაუკვირდება? :@ წაართვეს სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები :@
2012, 22 სექტემბერი, 21:56
vax chemi ra ese usamartlot ro mtel cxovrebas dagingreven ra.
2012, 22 სექტემბერი, 19:54
+++++++++++++++++++++++
0 1 6