x
image
თაზუ
4 სექსუალური ნიშნის მატარებელი სკანდალი, რომელმაც ცნობილ სპორტსმენებს კარიერა დაუნგრია
მომღერლებმა და მსახიობებმა იციან თუ რაოდენ დიდი პოპულარობის მიღწევა და რეიტინგის ამაღლება შეუძლიათ სკანდალებს. თუმცაღა, ამ უკანასკნელს სპორტსმენებისათვის, უმეტეს შემთხვევაში, კატასტროფული შედეგი მოაქვს.


როგორც წესი, საზოგადოება სპორტსმენებისაგან ელის მხოლოდ საუკეთესო, ადამიანური თვისებების გამოვლინებას: სათნოება, მორალური სტაბილურობა და წარმოუდგენელი ნებისყოფობა. ამიტომ ნებისმიერი დაუფიქრებელი ნაბიჯი შესაძლოა გახდეს მთავარი მიზეზი მათი სპორტული კარიერის დასასრულისა.


ცნობილი ფეხბურთელების ქმედებებს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს - ასეთია მსოფლიოში ამ სპორტის პოპულარობის თავისებურება. რომელიმე კიორლინგის წარმომადგენელმა ან კრიკეტისტმა ქრისტიანი ჩვილის სისხლი საჯაროდაც რომ დალიოს, ეს საზოგადოებაში არათუ არანაირ აღშფოთებას არ გამოიწვევს, არამედ იოტისოდენა ინტერესიც კი არ გაჩნდება მათ მიმართ. ფეხბურთელს კი, რომელიც შეიძლება ლუდით ან სიგარეტით ხელში დააფიქსირონ, მთელი მსოფლიო დაგმობს და ზურგს შეაქცევს. აქედან გამომდინარე, ამ სკანდალურ სიაში, პირველი ორი - ზუსტადაც რომ ფეხბურთელებს უკავშირდება.



ჟან-ფრანსუა ლარიო და სხვისი ქალი


image


ჟან-ფრანსუა ლარიო ფრანგული საზოგადოების საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ: საუკეთესო ნახევარმცველი, "საუკეთესო ფეხბურთელი - 1980" ჯილდოს მფლობელი, რომელიც მან მოიპოვა "სენტ-ეტიენის" ნაკრებში წარმატებული მოღვაწეობისათვის, და ცნობილი მექალთანე.


1982 წელს, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის წინა დღეს, ლარიომ კარიერის პიკს მიაღწია - მიიღო შესანიშნავი ხელფასი და კიდევ ერთხელ, ემზადებოდა საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ. პირად ფრონტზეც ყველაფერი დალაგებული გახლდათ: მან ლამაზ გოგოსთან დაიწყო ურთიერთობა. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ლარიოს რჩეულს უკვე ქმარი ჰყავდა, რომელიც თავად მიშელ პლატინი აღმოჩნდა.


ლარიოსა და საუკეთესო ფრანგი ბომბარდირისა და ეროვნული ნაკრების კაპიტნის მეუღლის რომანის შესახებ ინფორმაციამ - ყვითელ პრესაში გაჟონა, რასაც გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა. გუნდის ტრენერმა, მიშელ იდალგომ, საუკეთესო გადაწყვეტილებად იმ დროისთვის - ლარიოს დროებითი "განრიდება" მატჩებიდან მიიჩნია, მანამ სანამ აჟიოტაჟი ჩაცხრებოდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა ვერ შეძლო ადრინდელ დონეზე დაბრუნება. რამდენიმე წლის განმავლობაში, ლარიო თამაშობდა უმნიშვნელო ესპანურ და შვეიცარულ კლუბებში. 1988 წელს კი პენსიაზე გავიდა.



ჯონ ტერი და რასისტული გამოთქმები (და ისევ სხვისი ქალი)

image

ჩელსის მუდმივმა საუკეთესო მცველმა, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ჯონ ტერიმაც, თავის დროზე, მოახერხა ჟან-ფრანსუა ლარიოს ბედის გაზიარება. 2008 წელს, ბრიტანული ტაბლოიდები სკანდალური ინფორმაციით აივსო: თაყვანისმცემლების ფავორიტმა, "სამაგალითო" ქმარმა და "წლის საუკეთესო მამის" ჯიდლოს მფლობელმა, ტერიმ რომანი ვანესა პერონსელთან, ჩელსისა და ინგლისის კიდევ ერთი მოთამაშის შეყვარებულთან, გააბა. ამორალურ საქციელთან დაკავშირებით, მწვრთნელმა, ფაბიო კაპელო, ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.


ერთი წლის შემდეგ, როდესაც სიტუაცია, შეძლებისდაგვარად, ჩაწყნარდა კვლავ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ერთხელ დაადგა თვითგანადგურების გზას, ვეღარ მოახერხა "ჩამთრევი მორევიდან" ამოსვლა. 2011 წლის ნოემბერში, ტერიმმა "Queens Park Rangers"-ის მცველი, ანტონ ფერდინანდი მოიხსენია, როგორც "შავკანიანი ქალის ორგანო სქესობრივი აქტის შემდეგ" (თუ ცენზურას გავითვალისწინებთ). ამის გამო, ტერიმ დაკარგა არა მარტო ნაკრების კაპიტნობა, არამედ 220 ათასი ფუნტი სტერლინგი, აგრეთვე, მიიღო დისკვალიფიკაცია რამდენიმე მატჩიდან. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მორიგი სარჩელის შემდეგ კი, ჯონ ტერიმ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.


ტონია ჰარდინგი და ნენსი კერიგანის ფეხზე თავდასხმა

image


უცნაური იქნებოდა, რომ სპორტის ისეთი სახეობა, როგორიცაა ფიგურული სრიალი, სკანდალის გარეშე დარჩენილიყო. ათასობით ახალგაზრდა გოგონა, რომლების მზად არიან ყველაფერი გააკეთონ გამარჯვებისათვის და ყოველდღიურად "უმკლავდებიან" ყინულოვან ფოლადს - ყველაზე მყარი საფუძველია კონფლიქტის წამოსაწყებად.


1994 წლის დასაწყისში ტონია ჰარდინგი საკმაოდ ცნობილი ფიგურისტი გახლდათ - აშშ-ს ჩემპიონი, რომელიც ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისათვის ემზადებოდა. ჰარდინგს მხოლოდ ერთი უსიამოვნო გარემოება აწუხებდა: ეროვნულ ნაკრებში პირველი ადგილის პრეტენზია კიდევ ერთ ჩემპიონს, ნენსი კერიგანს, გააჩნდა, რომელსაც გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა.


ჰარდინგმა გენიალურად მარტივი გეგმა მოფიქრა მეტოქის ნეიტრალიზაციასთან დაკავშირებით - კერიგანს ფეხი მოსტეხა. რა თქმა უნდა, პირადად დივერსიაში ჩაბმა რთული და სახიფათო გახლდათ, ამიტომ მოციგურავემ დაარწმუნა ყოფილი ქმარი, ჯეფ გილული, საკუთარი დაცვა, შონ ეკარდტი და ვინმე შეინა სტენტი - მონაწილეობა მიეღოთ ავანტიურაში სახელწოდებით " ნენსის ფეხის მოტეხვა ხელკეტით". 1994 წლის 6 იანვარს, სწორედ სტენტმა მოახერხა აშშ-ის დეტროიტის სტადიონის უკანა ოთახებში კერიგანზე თვალთვალი ეწარმოებინა და შემდგომ განეხორციელებინა გაბედული შეტევა. ყველაფრის მიუხედავად, ნენსიმ მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო, მას მოუწია შეჯიბრის დატოვება, პირველი ადგილი კი, ახალ პირობებში, ჰარდინგმა დაიკავა. ორივე გოგონა მიიღეს ოლიმპიური ნაკრებში.


თებერვალში, ჰარდინგმა და გამოჯანმრთელებულმა კერიგანმა იასპარეზეს ლილეჰამერში, დაიკავეს რა, შესაბამისად, მე-8-ე და მე-2-ე ადგილი, მარტში კი, საზოგადოებამ შეიტყო ტონიას მონაწილეობის შესახებ ნენსის ჯანმრთელობის დარღვევის მცდელობაში.


ტონიას ჩამოერთვა აშშ-ს ტიტული, მიესაჯა 160 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა, 500 საათი საზოგადოებრივი შრომა და სამუდამოდ აეკრძალა ამერიკის ფიგურული ციგურების ასოციაციაში ასპარეზობა, როგორც სპორტსმენს ან მწრვთნელს.


აგრეთვე, 2017 წელს, ამ ამბავთან დაკავშირებით გამოვიდა მხატვრული ფილმი "მე, ტონია", მარგო რობის მონაწილეობით.


მაიკ ტაისონი და გაუპატიურება, რომელიც თითქოს არც ყოფილა

image

80-იანი წლების შუაში "რკინის მაიკმა", თითქმის ყველა შესაძლო პრიზი მოიგო და მიიღო მოყვარულ დონეზე ბოქსში მონაწილეობის საშუალებით (ოლიმპიური მედალის გარდა, ისიც შემთხვევითობის ბრალია), შემდეგ კი გადავიდა პროფესიონალურ სპორტში. 1985 წლიდან 1991 წლამდე მოგებულმა ბრძოლებმა მოკრივეს არამხოლოდ მსოფლიო პოპულარობა, არამედ უზარმაზარი ქონებაც მოუტანა.


1991 წლის ივლისში, უძლიერესი მძიმეწონოსანი დონოვან რუდოკის დამარცხებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში, რაისონი დააპატიმრეს. დაკავებისა და შემდგომ სასამართლოს ჩატარების მიზეზი მოდელისა და "შავკანიანი მის როდ-აილენდის", დეზირე ვაშინგტონის, გაუპატიურების ბრალდება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა ტაისონისა და ვაშინგტონის ურთიერთთანხმობაზე სექსუალურ ურთიერთობაში შესვლისას, მოკრივე მაინც დამნაშავედ სცნეს.


1995 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ტაისონი დაბრუნდა რინგზე, თუმცა მაინც ვერ შეძლო იდეალურ ფიზიკურ ფორმას და ადრეულ კარიერულ სიმაღლეებს დაბრუნებოდა. ამის სანაცვლოდ, მან მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება მსოფლიოში ყველაზე სკანდალური სპორტსმენის როლში. მისი ყოველი გამოსვლა - ევანდერ ჰოლიფილდის ყურის კბენიდან დაწყებული და კოკაინის მიღებისას მანქანის რულთან აღმოჩენითა თუ ისლამის მიღებით დამთავრებული - უცვლელ ადგილს იკავებს ტაბლოიდების პირველ გვერდებზე.

0
255
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0