x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
"ყველა ვინც ამ სულგაყიდულს ტაშს უკრავდით გრცხვენოდეთ საკუთარი შვილების" - ვისზე საუბრობს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია პარლამენტში, პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას - "სულგაყიდულს", მის ტაშისმკვრელებს კი "ისტორიის ყველაზე საზარელ მხარეს მდგომთ" უწოდებს. ტელეწამყვანის ვრცელ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"სტატუსის მინიჭებამდე 2 დღით ადრე, გამოდის ღარიბაშვილი და გვეუბნება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ჩართული ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა თაღლითია; და თავს ესხმის მას საჯაროდ, ყველაზე გაუგონარი ბრალდებით. პასუხად კი იღებს ტვიტს, სადაც ღარიბაშვილს მშვენიერი ქვეყნის ტრაგედიას უწოდებენ (შეუძლებელია ამაზე კარგად თქვა), რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება.


და მართლაც, განა ტრაგედია არაა გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე:

1. ქვეყნის პრემიერი დგას და ავადმყოფებს ეძახის ოპოზიიცის წევრებს. სამშობლოს მოღალატეებს.


2. გვეუბნება, რომ ომი დაიწყო უკრაინამ (ზუსტად ისე როგორც საქართველომ 2008 წელს);


3. და გვეუბნება, რომ ამ ომებიდან, რატომღაც გარბოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ ომებს იწყებდნენ;


4. გვეუბნება, რომ უკრაინას ყავს თაღლითი და ნაძირალა ხელისფლება.


5. გვეუბნება რომ ევროპა სჯის საქართველოს იმიტომ, რომ ვერ ჩართო ომში.


6. გვეუბნება, რომ ყველაფერში ხუთეულში ვართ, ვუსწრებთ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკურ აღმავლობის, თავისუფალ სასამართლოს, მედია პლურალიზმის საკითხებში და აშ.


7. და გვეუბნება რომ ის კაცი რომლის დეოლიგარქიზაციაა საჭირო არის მამუკა ხაზარაძე.


8. ხოლო ბატონი ბიძინი არის მზე, მთვარე და ვარსკვალები.


9. გვეუბნება, რომ მედია ფუფუნებაშია და 20 წუთში გახსნი ტელევიზიას.


10. გვეუბნება, რომ არანაირი აქციას არ აქვს აზრი. ივანიშვილი წყვეტს რა იქნება მომავალში და არა ქუჩაში გამოსული ათობით ათასი ადამიანი.


11. გვეუბნება რომ არანაირ პირობებს არ შეასრულებს საქართველო, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთებულია.


12. და ბოლოს, საერთოდ არაფერს გვეუბნება რუსეთზე, ერთი გადაკრული სიტყვაც არ ისმის.


აგერ 12 პუნქტიც გაიარა.


ყველა ვინც ამ სულგაყიდულ ადამიანს ტაშს უკრავდით გუშინ და აქებდით იმ ტყლარჭი გოგოს მსგავსად, ისტორიის ყველაზე საზარელ მხარეს დგახართ. გრცხვენოდეთ საკუთარი შვილების.


ხალხნო, დაიკიდეთ ყველაფერი და 24ში გავიდეთ. არაფერი არაა ახლა ამაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენს მერე მივხედავთ." - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა. ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები არ დაიშურა და უმრავლესობა მათგანი დამამცირებელი ეპითეტითაც მოიხსენია.







0
733
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
733