x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

image

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის უმაღლეს ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ სამივე ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას."ინტერმედია" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


"ისტორიულ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. სამივე სახელწიფომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გადაიხადა საფასური ამ არჩევანისთვის, ეს იქნებოდა ომი საქართველოში რუსეთთან 1992-1993 თუ 2008 წლებში, კონფლიქტი დნესტრისპირეთში, 2014 წლის ყირიმის ანექსია თუ დღეს მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რამაც შესაძლებელი გახადა ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. საერთო ევროპული ღირებულებებიდან და უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, სამივე სახელმწიფო იდენტურად იმსახურებს ხელშესახებ პროგრესს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც გამოიხატება წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებით.


2021 წლის 19 ივლისს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის სამი ასოცირებული ქვეყნის-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა საქართველოში, პეტრას ციხეზე, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლითაც დადასტურდა ჩვენი ხალხების ურყევი ნება და ერთგულება, ევროპული მომავლის მიმართ. დღეს, როდესაც გაჩნდა ისტორუილი შესაძლებლობის ფანჯარა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან ვადასტურებთ ერთგულებას ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მიმართ და ვაცხადებთ რომ, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, სამივე ქვეყანამ კვლავ ერთობლივად შეძლოს ამ ისტორიული გზის გაგრძელება.



ჩვენ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მივმართავთ ევროკავშირის უმაღლეს ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ ჩვენი ხალხების ევროპული მისწრაფება და მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


გამოვთქვამთ მზადყოფნას, საერთო ძალისხმევა მივმართოთ ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლისა და ერთიანი ევროპული ოჯახის გაძლიერებისაკენ."-ნათქვამია განცხადებაში.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0