ეკონომიკა ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ დასავლეთმა ანტირუსული სანქციებით თავისი ქვეყანა დააზარალა 2022, 22 ივნისი, 14:15
„დასავლეთი განიცდის ამ სანქციებს. სხვა სახელმწიფოები აშშ-ს სამთავრობო ობლიგაციებისგან თავისუფლდებიან, რადგან ეშინიათ, რომ მათ ისევე მოექცევიან, როგორც რუსეთს. ეს ცვლის ძალთა ბალანსს მთელს მსოფლიოში.“– ამბობს ამერიკელი მილიარდერი. რეი დალიომ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეზღუდვა არაეფექტურია, რადგან, მათ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზნებს. იმავდროულად, მისი თქმით, არ არსებობს გზა, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვაგვარად იმოქმედოს, რადგან, ეკონომიკური სანქციები ერთადერთი ხელმისაწვდომი იარაღია, რომელიც ვაშინგტონს მოსკოვის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს. 186 2-ს მოსწონს 1-ს არა
|