x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მთავარი მიზეზი, რის გამოც წითურებს ჯადოქრებად თვლიდნენ

image


წითურები პლანეტის დაახლოებით 2%-ს შეადგენენ, რაც მეცნიერთა აზრით, საკმაოდ სტაბილური მაჩვენებელია, და სხვათა შორის ძალიან მოკრძალებულიც. მაშ, რატომ ეშინოდათ ძველ დროში ასეთი "იშვიათი" ადამიანების და რატომ ცდილობდნენ მათი თავიდან ყველანაირად მოშორებას? ამის გარკვევას სწორედ დღევანდელ სტატიაში შევეცდებით.


image


წითური ქალების ჯადოქრებად მიჩნევის მთავარ მიზეზად, ბევრ წყაროში სწორედ რელიგია სახელდება. საქმე იმაშია, რომ ადამის პირველი ცოლი ლილიტი (დემონი ებრაულ მითოლოგიაში. კაბალისტურ თეორიაში - ადამის პირველი ცოლი. დემონი ლილიტი ნახსენებია თალმუდშიც. როგორც ადამის პირველი ცოლი, ის აღწერილია ბენ-სირას ანბანში (700-1000 წწ.) და ზოჰარის კაბალისტურ წიგნში. ლეგენდის თანახმად, ადამთან განშორების შემდეგ, ლილიტი ბოროტ დემონად იქცა და "ჩვილებს კლავდა") წითელი თიხისგან იყო ჩამოსხმული. ღმერთმა ის გრძელი, ალისფერი თმით დააჯილდოვა, რომელიც მის გარეგნობას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებდა.


image


თუმცა წყვილს ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო, ვინაიდან ლილიტი ზედმეტად ჭირვეული გახლდათ, ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა. ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი. კაბალას მიხედვით, ლილიტი რეალურად იყო ადამის პირველი ცოლი, თუმცა შემდეგ მას უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილსა და შავ ჭირს.


image


ადამის პირველი ცოლის იმიჯმა ებრაულიდან ევროპულ კულტურაში მალევე გადაინაცვლა, სადაც მან მზაკვრულ, ბოროტ ქალად გაიდგა ფესვები. ერთი სიტყვით, მაცდურ ჯადოქრად.


image


შუა საუკუნეებში წითურებს ფაქტიურად ჯადოქრებად მიიჩნევდნენ. მკვლევარები ამას იმ ფაქტს მიაწერენ, რომ ისინი ბუნებით სხვებისგან ძალიან განსხვავდებიან: და საქმე არა მხოლოდ თმის ფერშია, არამედ მათ ხასიათსა და ზოგიერთ გარეგნულ მახასიათებელშიც.




0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169