პოლიტიკა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაასახელა ყველა დროის "მთავარი მტანჯველი" 2022, 21 ივნისი, 18:27 ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა შეერთებულ შტატებს ყველა დროის "მთავარი მტანჯველი" უწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა თავის ტვიტერზე გაიხსენა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება ახლო აღმოსავლეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დროის "მთავარი მტნჯველი "უწოდა. „2001 წლიდან ვაშინგტონის მიერ პროვოცირებულ ომს ახლო აღმოსავლეთში 900 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 335 000 მშვიდობიანი მოქალაქეა.“ - განაცხადა დიპლომატმა. გარდა ამისა, როგორც ჩინეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის პოსტშია აღნიშნული, ათობით მილიონი ადამიანი გახდა ლტოლვილი. აშშ-ის სამხედროები, რომლებიც არღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს, აგრძელებენ უკანონოდ ყოფნას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის რამდენიმე პროვინციაში, იმ საბაბით, რომ დაეხმარონ ქურთებს ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების საფრთხის აღმოფხვრაში. ამერიკელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს სირიაში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი საბადოებზე კონტროლი. ამერიკელები სირიიდან ნავთობის ექსპორტს ერაყში თავის ბაზებზე ხუთ წელზე მეტია ახორციელებენ. 267 შეფასება არ არის
|