კულტურა ჯენიფერ ლოპესმა კონცერტის დროს გამოაცხადა,რომ ლგბტ შვილი ჰყავს და სცენაზე მიიწვია 2022, 19 ივნისი, 19:16
ამერიკელი მსახიობი და პოპ მომღერალი ჯენიფერ ლოპესი შვილთან ერთად სცენაზე გამოვიდა და მისი გენდერული იდენტობა გამოაცხადა. ამის შესახებ პორტალი Just Jared იტყობინება.
52 წლის მომღერალმა, ლოს-ანჯელესში გამოსვლის დროს, სცენაზე 14 წლის ქალიშვილი ემა მიიწვია. ვარსკვლავმა ბავშვს მიმართა სქესობრივად ნეიტრალური ნაცვალსახელით „ისინი“, რომელსაც იყენებენ ნეიტრალური პირები (ადამიანები, რომლებიც თავს არ იდენტიფიცირებენ ბინარული სისტემის არც ერთ სქესთან - არც მამრობითი და არც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან). „ბოლო დროს, როდესაც ჩვენ ერთად გამოვედით, ეს იყო ასეთივე დიდ სტადიონზე და მე მათ ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად ემღერათ, მაგრმა მათ არ სურთ. ასე რომ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ისინი ძალიან, ძალიან დაკავებულები არიან, ”- გამოაცხადა ლოპესმა ქალიშვილის სცენაზე ასვლამდე . ლოპესის შვილმა ემიმ მასთან ერთად ცისარტყელას ფერის მიკროფონით ხელში (ლგბტ + თემის დროშის ფერი-ზოგჯერ სიამაყის დროშა ან ლგბტ სიამაყის დროშა არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა სიმბოლო 1970 წლიდან. ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს.) მომღერლის შვილი არ არის მათ სანათესაოში პირველი, რომელმაც ლგბტ თემის წევრობა აღიარა. ჯენიფერ ლოპესის დისშვილმა ადრე აღიარა, რომ ტრანსგენდერია. ბრენდონიც(ასე ჰქვია ლოპესის დისშვილს) ამჯობინებს, რომ მასაც ნაცვალსახელი „ისინით“ მიმართონ. 325 5-ს მოსწონს
|