x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დე, ჩემო პირმშოვ და პირველო სიხარულო, გილოცავ იმიერში 25 წლის იუბილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
image

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ქალიშვილს იმიერში 25 წლის იუბილეს ულოცავს.


"დე ჩემო პირმშოვ და პირველო სიხარულო გილოცავ იმიერში 25 წლის იუბილეს, ჩემო ამ წუთისოფლის ამაოებით შეპყრობილების ზვარაკად შეწირულო კრავო, იმიტომ ვარ ცოცხალი და გაჭედილი ცასა და მიწას შორის, რომ მოვესწრო უფლის სამართალს ურმით მოსიარულეს.მადლობა უფალს შენი დედობა რომ მარგუნა .მიყვარხარ მარად.შეხვედრამდის."-წერს თამარ ბაჩალეიშვილის დედა.


შეგახსენებთ, პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.



პროგრამისტის სიკვდილის გარშემო ათსგვარი ვერსიები და ჭორები გავრცელდა, მათ შორის საკმაოდ პროვოკაციულიც, ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე 1 პირიც იქნა დაკავებული.


პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმე 2021 წლის დეკემებერში დახურა.უწყების განცხადებით, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

1
178
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
2022, 22 ივნისი, 13:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1