x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ჩემმა მეგობრებმა ფული გადაიხადეს შსს-ში და..." - რას ჰყვება ნიკა ქავთარაძე

image


შოუმენი და პროდიუსერი, ნიკა ქავთარაძე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირველ წლებში მომხდარ ერთ საკმაოდ უცნაურ ისტორიას იხსნებს და წერს:


"პროპაგანდამ სრულიად გააყალბა საქართველოს უახლესი წარსული. არათუ 15-20 წლის ადამიანებმა, უფროსებმაც კი დაივიწყეს რა ხდებოდა შევარდნაძის დროს.

ამიტომ ახლა გეტყვით ამბავს, რომელიც ჩემ საყვარელ სასწაულ ისტორიათა TOP 10-ში შედის:


შევარდნაძის პერიოდია.


ჩემმა უფროსმა მეგობრებმა ფული გადაიხადეს შსს-ში და თბილისის ერთერთ გარეუბანში, სადაც არ იყო მანამდე, გახსნეს პოლიციის განყოფილება(!!!)


პოლიციელები კი არ იყვნენ, უბრალოდ იჩალიჩეს, გახსნეს პოლიციის განყოფილება, თავისი ნაცნობი ტიპი დანიშნეს ამ განყოფილების უფროსად და ასე აკეთებდნენ ფულს.


P.S. არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი წაკითხვა საკმარისია ამ გენიალური ტრაგი-კომედიის აღსაქმელად, ამიტომ გირჩევთ, გასააზრებლად რამდენიმეჯერ წაიკითხოთ." - წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.


0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291