x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ყაზახეთის პრეზიდენტმა "ცივი წყალი" გადაასხა პუტინის რეჟიმს, როცა განაცხადა რომ სეპარატისტულ წარმონაქმნებს არასდროს სცნობს
image

აი ასეთ პოლიტიკოსებთანაა აუცილებლად სასაუბრო, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა ის რის განცხადებასაც დღეს უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი ერიდება რუსეთის შიშით.


პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულმა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა: "დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები კვაზისახელმწიფოებია და მისი ქყვეყანა, ყაზახეთი მათ არ აღიარებს. მისი თქმით ამგვარი თქვითგამორკვევის მცდელობები მსოფლიოს მიიყვანს გამოუსწორებელ ქაოსამდე. სწორედ ამ მიზეზით არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს"-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.


ყაზახეთის პრეზიდენტის გამოსვლამ ასე ვთქვათ "ცივი წყალი გადაასხა" ფორუმის მასპინძელი ქვეყნის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებს, ყაზახეთს ეღიარებინა უკრაინაში სეპარატისტული დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები.



ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" (სამაჩაბლოს) და აფხაზეთის არაღიარების შესახებ გააჩინა აუცილებლობა, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დიალოგში ჩაერთოს ყაზახეთთან როგორც სტრატეგიულ და საქართველოსთვის პოტენციურად მეგობარ ქვეყანასთან.


ნაზარბაევის ეპოქა დასრულდა, ყაზახეთს მართავს პრეზიდენტი, რომელიც ღიად და საჯაროდ საუბრობს ჩვენთვის მტკივნეულ საკითხებზე ჩვენთვის სასურველ კონტექსტში და აუცილებელია ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყნის მიმართ გამოვიჩინოთ ნება და ყაზახეთთან, როგორც პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორთან და ასევე უზარმაზარი სავაჭრო ბაზრის მქონე ქვეყანასთან დავიწყოთ დიალოგი.


image

0
199
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
199