x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა რომ მქონდეს" - რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბუნიათაშვილზე
image



ელისო ბოლქვაძე მიწვეული ჰყავდათ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "სხვა კითხვები", სადაც იგი საუბრობს ქართველი პიანისტზე - ხატია ბუნიათიშვილზე. მისი თქმით, იგი პიანისტს ბევრ რამეში დაეხმარა და დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიონალიზმში, თუმცა, სამწუხაროდ, ხატია ბუნიათიშვილი ამას არსად არ აღნიშნავს და არც მას მოიხსენიებს, რის გამოც მას გული წყდება.



„ხატია ბუნიათიშვილი არის 10 წლით ჩემი წაყვანილი ავსტრიაში და საერთოდ ჩემი ინიციატივაა მისი გზის გაკვალვა. მე ვამაყობ იმით, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ და ოთხი წლის განმავლობაში ვასწავლეთ, თუმცა შემდეგ დაიძაბა სიტუაცია და მას ძალიან უნდა, მთელი გულით, რომ არსად არ ჩანდეს ის, რომ ჩვენ ამაში დიდი წვლილი მიგვიღვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ დაიმალება.

არავითარი კონფლიქტი არ მაქვს ხატიასთან, არც არავითარ კონფლიქტს არ ვაპირებ არასოდეს.

ისეთი რაღაცები, რაც მე პირადად ხატია ბუნიათიშვილს გავუკეთე.... უნიჭიერესი ბავშვი, რომელიც იყო ათი წლის, მე წავიყვანე ავსტრიაში. მიშელ სონის მეთოდზე გაიზარდა იქ და ახლა ადამიანი იძახის, რომ არაფერი არავის არ გაუკეთებია და როგორ არის ახლა ეს?! “ - ამბობს ელისო ბოლქვაძე.




image

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0