x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აი, რა დაემართება ჩვენს ორგანიზმს, თუ მატლიან ვაშლს შევჭამთ
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200.




image



ვაშლის სასარგებლო თვისებები



ვაშლი შეიცავს 85% წყალს, ხოლო დანარჩენი სასარგებლო ნივთიერებებია: უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, ასევე ვიტამინები: A, B1, B3, PP, C და სხვა.




ვაშლი შეიცავს მნიშვნელოვან ბუნებრივ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის და ლიმონის, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ კუჭ-ნაწლავში ლპობის და დუღილის პროცესი, შეასუსტონ მეტეორიზმის შეგრძნება, მუცლის შებერვა, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის დასუფთავებას და აღდგენას. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი კი ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღებია.


პექტინის წყალობით ვაშლს გააჩნია ძალიან მსუბუქი და უსაფრთხო მომნელებელი თვისება. შეკრულობის პროფილაქტიკისათვის საუკეთესოდ ითვლება უზმოზე 1-2 მომჟავო ვაშლის ჭამა. დადასტურებულია, რომ ვაშლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში, უზმოზე ვაშლის ჭამის გარდა, სასარგებლოა ასევე დღის განმავლობაში 1-2 ვაშლის მიღება. სასარგებლოდ ითვლება 2-3 კვირაში ერთხელ ვაშლის განტვირთვის დღის მოწყობაც (ერთდღიანი ვაშლის მონოდიეტა).




რა მოხდება, თუ ვაშლთან ან სხვა ხილთან ერთად მატლებს შევჭამთ? (შემთხვევით)



აი რა დაემართება ჩვენს ორგანიზმს, თუ მატლიან ვაშლს შევჭამთ



თუ მატლიანი ვაშლი შეჭამეთ, დასაწყისისთვის გეტყვით იმას, რომ პანიკა საჭირო არ არის. ამით არც კარგი და არც ცუდი შენი ორგანიზმისთვის არაფერი მოხდება. ვაშლში მოფუფუნე მატლები შენს ორგანიზმში ვერ იცხოვრებენ, რადგან კუჭი ასევე მარტივად გადაამუშავებს მათ, როგორც სხვა დანარჩენ საკვებს, რომელსაც მიირთმევთ. მათი შეჭმის შემთხვევაში, მხოლოდ თქვენს წარმოსახვას შეუძლია ემოციურ ფონზე თავბრუსხვევა ან ღებინება და მისი შეგრძნება გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ მატლები ცილოვანია და ძალიან მდიდარია პროტეინებით და ბევრ აზიურ ქვეყანაში მათ სრულყოფილ საკვებად მიიჩნევენ.


ასევე გახსოვდეთ, რომ მატლები მხოლოდ ორგანულ ხილში ჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიირთვით ყველაზე ჯანსაღი ვაშლი.



image




0
519
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0