ვარსკვლავები "ყველაზე მეტად შენი ქმარი ეჭვიანობს" - რა კომენტარებს უწერენ ნეკა დოროყაშვილს 2022, 17 ივნისი, 16:27 მოდელი ნეკა დოროყაშვილი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე როგორც "ინსტაგრამიდან" ირკვევა მალდივის კუნძულებზე ისვენებს და კარგადაც ერთობა მოდელმა რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნდა, რომელსაც მრავალი მოწონება და ქათინაურებით სავსე კომენტარები ხვდა წილად.
"ცეცხლი ხარ";
"რა სილამაზე და სინაზე ხარ"; "შიშველი ნეკას ყურება არის ნეტარება"; "როგორი თამამი ხარ"; "ყველაზე მეტად შენი ქმარი ეჭვიანობს"; "ნატურალური მშვენება"; "ისე მიყვარხართ ჩემ შვილს ნელი დავარქვი და რო გაიზრდება ნეკას დავუძახებ მეც"; "ამ ქალზე საოცარი არ ვიცით ჩვენ არავინ…ღვთაება" - უწერენ კომენტარებში. ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას Miss University გახდა, მოგვიანებით იგი GIPA-ში პიარს სწავლობდა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელით გაიცნო, თავიდან მიმოწერა ჰქონდათ, წელიწადნახვერის შემდეგ კი 2013 წელს წყვილი დაქორწინდა. ორი წლის შემდეგ, 2015 წლის 4 მაისს მათ ვაჟი შეეძინათ. წყვილი 2020 წელს ერთმანეთს დაშორდა, ხოლო ამავე 2020 წლის 24 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს, ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ. 3660 4-ს მოსწონს
|