პროზა დაუმთავრებელი ლექსი 2022, 17 ივნისი, 8:52 დაუმთავრებელი ლექსი (ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით) ქუთაისის ციხეში შემიყვანეს. კამერაში ვარ. და უცებ, ვხედავ, კედელზე, რაღაც ბასრი საგნით, ლექსი არის ამოჩხაპნილი. დღემდე მახსოვს, გონებაში სამუდამოდ ჩამრჩა ამ ლექსის ერთი კუპლეტი: „პატიმარს გულზე მოაწვა სევდა, და მისი სისხლით კედელზე წერდა, უფალო ღმერთო დიდება შენდა, და ამ სიტყვებით პირჯვარს იწერდა“. გაგრძელებაც ჰქონდა ამ ლექსს. ვერ ვიხსენებ. კარანტინის საკანში ვიყავი. მალე „კრიტ“-ის საკანში გადამიყვანეს. ვერ მოვასწარი ლექსის სრულად ვერც ჩაწერა და ვერც დამახსოვრება. დღემდე ვცდილობ ამ სასწაული ლექსის დასასრულის გახსენებას, — ვერ ვიხსენებ. (ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით) კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო) 17.06.2022 38 შეფასება არ არის
|