x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არავის გაუგდია სამსახურიდან, და სირცხვილია როცა ასეთ დარტყმას ცდილობს ვინმე" - რას წერს მაკა რაზმაძე

image


საავტორო გადაცემა "ჩაის" წამყვანი მაკა რაზმაძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს "ჯორჯიან ტაიმსმა" ტელეწამყვანი, მიშიკო გოგილავა გოგა ხაინდრავასთან მწვავე ინტერვიუს გამო სამსახურიდან გაუშვა დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ბრალს არაკოლეგიალობაში სდებს:


"კოლეგიალობა ცალმხრივი არ არის. როცა მეორე მხარეს არაფერს ეკითხები და ისე გამოგაქვს დასკვნები ეს კორექტული არ არის.მხოლოდ ერთი ჟურნალისტი არ მუშაობს "ჯორჯიან ტაიმსში" და ერთი ინციდენტის გამო მთელ მედიასაშუალებას არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა მით უმეტეს როცა ეს მედიასაშუალება შენი გულშემატკივრებით არის სავსე.


არავის არავინ გაუგდია სამსახურიდან, არავის არავინ დაუბლოკავს და სირცხვილია როცა ჯორჯიან ტაიმსზე ასეთ დარტყმას ცდილობს ვინმე.აქ იმიტომ ვმუშაობ და ყოველდღიური ეთერი იმიტომ მაქვს რომ სრულიად თავისუფლად ვაკეთებ იმას რაც მომწონს.


არასდროს არანაირი მითითებები არ მიმიღია და ეს ტვ არის თავისუფლების კუნძული.შეიძლება ვინმეს მოსწონდეს ან ვინმეს არა, მაგრამ ის რომ აქ თავისუფლება არაა და ვინმეს ავიწროვებენ არის ცილისწამება და ძალიან უხერხული ბრალდება მით უმეტეს კოლეგების მხრიდან.


სხვას არაფერს დავწერ და არ შევაფასებ იმ პოპულისტურ საქციელებს რაც არ ეკადრება ახალგაზრდა დამწყებ კოლეგას...." - წერს ტელეწმყვანი სოციალურ ქსელში და "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ სქრინს აზიარებს.


image

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
287