პროზა ქართველი დედა 2022, 16 ივნისი, 8:32 ქართველი დედა (ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით) ქართველი დედა მაინც რა არის. ქუთაისის ციხეში ვიჯექი. იყვნენ პატიმრები, დიდი „სროკები“ რომ ჰქონდათ, დროთა განმავლობაში, ცოლებმაც რომ მიატოვეს, შვილებიც რომ არ ნახულობდნენ. მაგრამ დედა ყოველთვის მოდიოდა. პენსიონერი თუ იყო, პენსიიდან უკანასკნელი კაპიკებით პროდუქტს ყიდულობდა და შვილისთვის „პერედაჩა“ მიჰქონდა. არც ერთი პატიმარი არ მინახავს, რომლის დედას, თუ დედა ცოცხალი ჰყავდა, შვილი დაევიწყებინოს და მისთვის „პერედაჩები“ არ ეტარებინა. (ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით) კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო) 16.06.2022 74 1-ს მოსწონს
|