x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მაიჯიშანის დიდებული გამოქვაბულები

image
მაიჯიშანის ბუდისტური კომპლექსი მდებარეობს განსუს პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ეს არის გასაოცარი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც გამოკვეთილია კლდეში. მაიჯიშანს აქვს 7000 ბუდისტური სკულპტურა და თითქმის 1000 კვადრატული მეტრი მოხატულია ფრესკებით.
image
სახელი მაიჯიშანი მომდინარეობს მთიდან, რომელშიც გამოქვაბულებია გამოკვეთილი.

მაიჯიშანი მდებარეობს აბრეშუმის გზის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში. ბევრმა ბერმა ამ მღვიმეებში დარჩენა და იქ მუშაობა ამჯობინა.
image
ამ ადგილის შესახებ ზოგიერთი ადრეული წერილობითი ცნობა გვხვდება ორი ბერის, ტანჰონგისა და ჰუანგაოს ბიოგრაფიებში, რომლებიც იქ მედიტირებდნენ თავიანთ მოწაფეებთან ერთად.
image
უზარმაზარი ბუდას ქანდაკებები თითქმის პერპენდიკულარულია მთის მხარეს - ყველაზე მაღალი 16 მეტრზე მეტია. კიბეები, რომლებიც გარს ერტყმიან მღვიმეებს, თავდაპირველად ხისგან იყო დამზადებული, მაგრამ შემდეგ ისინი უსაფრთხოების გამო აღჭურვილი იქნა ლითონის საყრდენებით.



0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0