ვარსკვლავები სილამაზის დედოფალი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ბრალდებული 2022, 15 ივნისი, 20:04 ![]() დაკავების დროს 34 წლის კრისტინა დუხინა "მოსკოვი-სიტის" ცათამჯენების უბანში, თავის ელიტარულ ბინაში იმყოფებოდა. მან მეორე ადგილი დაიკავა "მის დუბაი 2019"-ში და მოიგო "გრან-პრი" რუსეთის "მის ფედერაცია" მომდევნო წელს. ![]() ბაზა Telegram არხის ცნობით, დუხინა საკუთარ აპარტამენტთან დააკავეს. ჩხრეკის დროს მას ხუთი პაკეტი აღმოაჩნდა საეჭვო შიგთავსით . ერთი მათგანი შეიცავდა თითქმის 3 გ მეფედრონს. სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს კრისტინა დუხინას ბინაში სასწრაფო ჩხრეკა ჩაეტარებინათ, სადაც კიდევ 12 პაკეტი აღმოაჩინეს, რომელშიც 500 გრამზე მეტი მეფედრონი იყო.ცნობისთვის ერთი გრამი ნარკოტიკული საშალება მეფედრონი საშუალოდ 120 აშშ $ ღირს.წინასწარი მონაცემებით ნარკოტიკი სარეალიზაციოდ იყოი გამზადებული ![]() ლამაზმანი ორი შვილის დედაა, დუხინას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება . " გადავწყვიტე ჩემი ძალები მეცადა სილამაზის კონკურსებზე და ჩემი მაგალითით მეჩვენებინა, რომ ოცნებები ხდება და შეუძლებელი არაფერია", - თქვა მან დუბაიში გამარჯვებამდე. „არ ველოდი ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტიტულს. ”რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და ჩემს სილამაზეში.”-აღნიშნა ახალგაზრდა ქალმა. ![]() წელს, დაკავებამდე, მან მკვეთრად შეამცირა სოციალურ ქსელებში აქტიურობა. "მე ვტოვებ სოციალურ მედიას და მხოლოდ ძალზე ახლობელ ადამიანებს შევიყვან ახალი ცხოვრების სტერილურ ცარიელ ოთახში." -აღნიშნა მოდელმა. დუხინა დაიბადა კრასნოდარში, მოგვიანებით შექმნა სამოდელო სააგენტო «BleakSea Models», ასევე ვითარდებოდა რეკლამისა და მოდელირების სფეროში. შემდეგ კი გადაწყვიტა ძალები ეცადა სილამაზის კონკურსებზე. ![]() 1038 4-ს მოსწონს
|