x
image
თუთიკო ბერძენა
ნაპოლეონ ბონაპარტი:"ყველაზე მამაცი და გაბედული ადამიანი, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია"
ჟან დომენიკ ლარეი – ნაპოლეონის არმიის მთავარი ქირურგი, სამხედრო – საველე ქირურგიისა და სასწრაფო დახმარების ფუძემდებელი.
image
"ყველაზე მამაცი და გაბედული ადამიანი, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია" –ასე გაიხსენებს დიდ ქირურგს უკვე წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ბონაპარტი. სწორედ ერთგულებისა და თავდადებისათვის მან ლარეის სამჯერ მიანიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი და იმპერიის ბარონის ტიტული.
ვატერლოოს ბრძოლისას ინგლისელმა ჰერცოგმა ველინგტონმა შენიშნა რა ლარეი, რომელიც დაჭრილ ოფიცერს ტყვიების ზუზუნში ბრძოლის ველზე უტარებდა ოპერაციას და იხილა მისი "მფრინავი ამბულანსების" გმირობა, ბრძანება გასცა, ცეცხლი შეეწყვიტათ და საშუალება მისცა ლარეის თითქმის ყველა დაჭრილი გაეყვანა ფრონტის ხაზიდან. "ეს ქირურგი და მისი ბრიგადა ღირსია პატივისცემისა" – განუცხადა თანამებრძოლებს ფრანგების უსასტიკესმა მტერმა...მართლაც ის ფაქტი, რომ ბრძოლის ველზე შეუჩერებლად დაქროდნენ ლარეის "მფრინავი ქირურგიული ბრიგადები", ჯარისკაცებს უდიდეს იმედს აძლევდა და ამხნევებდა ომში. ლარეის ბრიგადებმა ათასობით დაჭრილი გადაარჩინეს და განარიდეს ბრძოლის ველს...
ასევე განაცვიფრა ლარეის ბრიგადის ორგანიზებულობამ რუსები ბოროდინოს ბრძოლაში. (თვითონ რუსები ხომ თავიანთ დაჭრილებს უმეტესად ღვთის ანაბარად ტოვებდნენ)

რუსები აცხადებენ, ლარეი კი, მაგრამ ჩვენც გვყავდა იაკობ ვილიე – სამხედრო ქირურგიული დახმარების (პიროგოვამდელი) ფუძემდებლი რუსეთშიო და ხშირად ავიწყდებათ, რომ იგი რუსი კი არა შოტლანდიელი იყო და ედინბურგის უნივერსიტეტში მიიღო სამედიცინო განათლება. ასევე პიროგოვიც, რომლის დაბალზამებული ცხედარი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე განისვენებს, მთელ თავის განათლებას ევროპულ ქირურგიას უმადლოდა – ლარეის, ლანგენბეკს, პტის, ლისტონს, სკარპას..

ps. საკმაოდ ცნობილი სურათია: ასისტენტი აწოდებს საამპუტაციო დანას ლარეის ბრძოლის ველზე....
1
259
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
259
  
2022, 14 ივნისი, 5:09
რაღაც კუთხით,ყველა ექიმი მამაცია,მით უფრო სამხედრო ექიმები. ეს ხალხი საქმეს აკეთებს ბრძოლის ველზე ნამდვილი გმირობის ტოლფასია და ნამდვილად დასაფასებელი ხალხია. როცა ნატოს ბაზაზე მოხდა თავდასხმა და ამ თავდასხმაში რამოდენიმე ქართველიც დაიჭრა,რომ არა სამხედრო ექიმის შემართება და უშიშრობა,ჩემი მეგობარი ვერ გადარჩებოდა. სახელი არ ვიცი,მარა მადლობას აქედანაც მოვუხდი. ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა და რკინის ნერვების ქონას საჭიროებს.

რაც შეეხება ამ კაცზე უშიშარ ადამიანს და იმას,რომ არ შეხვედრია ნაპოლეონი,შეხვედროდა მერე მე დავუშალე?! ბევრჯერ გააგზავნა ერეკლემ ელჩები ევროპებში და მოკავშირებს ეძებდა,როგორც ყოვლეთვის ტყუილად ქონდა იმედი. ენახა ერეკლე და მაგ აზრს მაშინვე შეიცვლიდა 1000% ვარ დარწმუნებული,ეგეთი მებრძოლი საქართველოს არ ყოლია,უფრო სწორედ,გიორგი სააკაძის მერე არის პირველი. ზოგადად,ქართველებს ბევრი უშიშარი მებრძოლი გვყავდა და გვყავს,ერთ შემთხვევაზე კი გითხარით უკვე და ვინ მოთვლის რამდენი იქნება კიდევ. თუნდაც შინდისის ბიჭები ავიღოთ და თუნდაც გიორგი ანწუხელიძე. რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს ჟიული შარტავა,რომელსაც უეჭველი სიკვდილი ელოდა და მაინც მოსალაპარაკებლად დარჩა. მაზნიაშვილებზე და ჩოლოყაშვილებზე არაფერს ვამბობ,თუ გინდ ქაქუცაზე და თუ გინდ ბიძინაზე. ნაპოლეონს კი,ქონდა საშუალება გაეცნო ბევრი მაგარი და უშიშარიდან ერთერთი,მაგრამ არ შეხვდა. შესაძლოა,რუსების დაედუღებინა მერე ბოროდინოზე ან მანამ.
0 1 1