x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კონცერტის შემდეგ გონება დაკარგა და ძირს უსულოდ დაეცა - როგორია ირმა არავიაშვილის მდგომარეობა?
image

მომღერალი ირმა არავიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, ის ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება.ამის შესახებ ინფორმაცია შოთო სიხარულიძე ავრცელებს:


"ირმა არავიაშვილი ვლოცულობთ შენზე უფალი გფარავდეს შენს გვერდით ვართ ყველა საავადმყოფოში ვართ შეკრებილები წამითაც არ დაგტოვებთ არ შეშინდე...


ემიგრანტებო რეანიმაციაში გადაიყვანეს (პირველ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული აქ ვართ შეკრებილი მეგობრები და ოჯახის წევრები) დღეს მისი სტუდიის კონცერტზე ვიყავი ხორავას თეატრში მოსწავლეებთან ერთად გამართა ეს ყველაფერი. სცენაზე სანამ გავიდოდა ორჯერ ვუთხარი სასწრაფოს გამოვუძახებ მეთქი არ იყო კარგად თუმცა მაინიც იმღერა და მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადასცა.. ტკივილგამაყუჩებელიც დავალევინე... შოთო ბოლომდე უნდა ვიყო ბავშვების გვერდითო... წამყვანსაც იოანე ქართველს ვუთხარი რომ ცუდადაა თქო როცა მოუხმო სცენაზე...



კონცერტის შემდეგ გონება დაკარგა და ძირს უსულოდ დაეცა.... ვერაფრით მოვიყვანეთ გონზე... ახლა რეანიმაციაში მოთავსებული.....


ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს ელოდე და იმედი იქონიე... მე შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს სადაც იმყოფებთ მაგ უცხო ქვეყანაში ილოცოთ მასზე, ერთად დავეხმაროთ მას გამოჯანმრთელებაში... მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ირმა მალე დადგება ფეხზე..


არასდროს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის..ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული :):)"-წერს შოთო სიხარულიძე.


ესეც ბოლო ინფორმაცია მომღერლის ჯანმრთელობის შესახებ:


გონზე მოვიდა გილოცავთ ყველას.... ველოდებით თავის ტვინის ტომოგრაფიის პასუხს..... ასევე გაუკეთდა სხვადასხვა სახის ანალიზები ექიმები ჯერ არაფერს არ გვეუბნებიან.... ბევრნი ხართ ყველას ვერ გწერთ აუცილებლად გავაკეთებ ლაივს და ჩავწერ ექიმების კომენტარებს როდესაც დიაგნოზი იქნება ცნობილი.... მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თვალები გაახილა ასე თუ ისე ესაუბრა ექიმებს და ჩვენც ცოტათი დავწყნარდით გუშინ უგონოდ იყო როგორც გითხარით.... შიგნით არ გვიშვებენ საბოლოო პასუხებს ყველას გაგაგებინებთ ირმას ჯანმრთელობის შესახებ.... ის ისევ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ძალიან ნანერვიულები ვარ და ბოდიში ვერ გპასუხობთ ჯოჯოხეთური დღე მქონდა გუშინ.....


მადლობა ყველა ემიგრანტს თუ არაემიგრანტს


ვისაც ირმა არავიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწუხებთ მინდა გითხრათ რომ ირმა გადარჩა! მადლობა უფალს ათასჯერ და უფრო მეტჯერ...მადლობა ემიგრანტებო უღრმესი მადლობა ყველას ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სითბო და სიყვარული რაც ჩვენთვის გაიმეტეთ და გააგრძელებთ მომავალშიც


სიკეთით გადამეხადოს თითოეული თქვენთაგანისთვის.მადლობა მისი ოჯახის სახელით


მადლობა სიყვარულისთვის...


გუშინ ამდენი ადამიანი ლოცულობდა მასზე გული გამითბა... მე შოთო სიხარულიძეს თქვენ მაბედნიერებთ გული სიხარულით მაქვს სავსე ყველა წამალზე მეტად თქვენი სითბო და სიყვარული მამშვიდებს და მხარში დგომა.. ხანდახან მგონია არ ვარ ამდენი სიყვარულის ღირსი თქვენით ვარ რაც ვარ"-წერს შოთო სიხარულიძე.

0
414
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0