x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"დღეს, კიდევ ერთხელ მივეხალე შოკისმომგვრელ უმეცრებას"- რას წერს "ტაბულას" დამფუძნებელი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სტუდენტების პროტესტს პირად გვერდზე ეხმაურება და უმაღლესი სასწავლებლის ამბოხებულ მოსწავლეებს არანაირ სოლიდარობას არ უცხადებს. "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტს უცვლელად გთავზობთ:


"დღეს, გამოცდების გამო ამბოხებულ სტუდენტებთან, თუ მათ გულშემატკივრებთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ მივეხალე შოკისმომგვრელ უმეცრებას.


ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან.


საერთოდ არაფერი იციან.


თსუში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან.


ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში - ფიქრობენ, რომ ვინც 90-იანების სტუდენტობა გამოვიარეთ პრივილეგირებულები ვართ და გაჭირვება არ ვიცით.


ეს პრობლემაა. წარსულის ასეთი გაუაზრებლობა განაპირობებს აწმყოს სიმძიმეს.

არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც გამოცდის გადაწერა სურთ.


ასევე არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ ხალხის მიმართ, რომელიც ვერ ხვდება რომ სტუდენტობა 8 კაცთან ტუალეტის გაყოფას ნიშნავს მდიდარ ქვეყნებშიც" - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სტუდენტები, რომლებიც 4 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უკვე რამდენიმე კვირაა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ შემდეგ პირობებს აყენებენ:


1. გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!


2.დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!


3. აშენდეს საერთო საცხოვრებელი!


4. შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მიმართავს და 13 ივნისს, მასთან აუდიენციას ითხოვს.




0
314
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314