x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები.

imageჩვენში განვითარებულმა მოვლენებმა გამიჩინა სურვილი მომეძია ინფორმაცია სხვა ქვეყნების ციხეებში პატიმრების ყოფის, უფლებების მდგომარეობის შესახებ და სიმართლე გითხრათ ვინანე, საერთოდ ხასიათი გამიფუჭდა, ახლა ვრწმუნდები, რომ ახლაც 21 საუკუნეშიდაც ადამიანის მორალი არა თუ პროგრესისკენ, აშკარად რეგრესისკენ მიდის. დავიწყოთ ა.შ.შ-დან, ქვეყანა რომელიც "დემოკრატიის" და "ადამიანთა უფლებების" "ბურჯად" რომ გვევლინება.(ყველა უბედურება და არეულობა ამ ქვეყნიდან მოდის და კიდევ როგორ გამოთქვამს პრეტენზიებს ეს ქვეყანა ვერ გავიგე.თუნდაც ახლახან იმ იდიოტური ფილმით რომ მთელი ისლამური სამყარო ააჯანყეს.)1) ციხე-Rikers Island., რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ამ სუპერთანამედროვე ქალაქში მდებარე ციხეში დაფიქსირებულია პატიმრების ყველაზე მრავალრიცხოვანი ძალადობის და წამების ფაქტები, ამავე ციხეში ხშირად ხდება ბუნტი, რასაც სასტიკად ახშობს სპეცრაზმი.2)-ტადმორის სამხედრო ციხე სირიაში- ამ ციხეში გამოიყენება წამების შუასაუკუნეების მეთოდი:ნაჯახებით, თოკებით, ჯოხებით და სხვა. ციხეში წამებით მოუკლავთ არა მარტო დამნაშავე, არამედ სრულიად უდანაშაულო ადამიანიც.3)-პარიზი ციხე La Sante-საშინლად მყრალი ატმოსფერო ციხეში, პატიმრები იმისთანა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ მხად არიან კედელს თავი ურტყან, დალიონ თაგვის საწამლავი, გადაყლაპონ ჩანგალი, რომ როგორმე თავი მოიკლან.საკნები გადატენილია, სუნთქვა შეუძლებელია, აბანო კვირაში ერთხელ აქვთ, საკვები უხარისხოა, პატიმრებს უჩნდებათ სხვადასხვა კანისა და ინფექციური დაავადებები, იძულებულები არიან საწოლები როგორმე იატაკს მოაშორონ, იმიტომ რომ საკნებში ვირთხები ყირამალა გადადიან.4)-Carandiru-ს ციხე ბრაზილია.-ეს ციხე სან პაულუს მახლობლად მდებარეობს, შარშან ოქტომბერში ამ ციხეში მოკლული იქნა 102 პატიმარი.სამედიცინო მომსახურება ამ ციხეში ფაქტიურად არ არსებობს, ყოველი მეხუთე პატიმარი შიდსითაა დაავადებული.ავადმყოფ პატიმრებს, რომლებიც ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებენ ხშირად ანესტეზიას არ უკეთებენ.5)- დიარბაკირის ციხე თურქეთში-ეს ციხე იმით გამოირჩევა, რომ აქ ერთად არიან საკანში ბავშვები და დიდებიც. ზედამხედველები თითქმის ყოველდღე სცემენ პატიმრებს და შემდეგ მიაგდებენ.სამედიცინო დახმარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძახონ თუ შეატყვეს, რომ პატიმარი კვდება. P.S.მეორე ნაწილში მოგითხრობთ მსოფლიოს საუკეთესო ციხეების შესახებ, ისეთი ეფექტი მოახდინა და ისე გამომისწორდა ხასიათი, რომ გინდ დამიჯერეთ და გინდა არა ცოტა შემშურდა კიდეც იმ პატიმრების.

5
937
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
937
  
2013, 21 დეკემბერი, 19:47
საქართველოს ციხეები პირველ ადგილზეა ამ მხრივ. ზედამხედველობას ყავს სპეციალურად გაწვრთნილი ჯალათი ჰომოსექსუალები....
2012, 22 სექტემბერი, 14:19
ოჰ, ეს რასიზმი
2012, 22 სექტემბერი, 14:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 22 სექტემბერი, 14:06
++++++++++
0 1 5