მხატვრობა 15 სახალისო კომიქსი, სიტყვების გარეშე 2022, 14 ივნისი, 9:01 მოკლე იუმორისტული ილუსტრაციები, ალბათ ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა, ყოველდღიური ცხოვრებიდან ყურადღების გადასატანად. ჩილელი მხატვარი კარლო ფერდონი (Karlo Ferdon) ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ყოველ ჯერზე, მსგავსი ტიპის ახალ–ახალ კომიქსებს აქვეყნებს, რომ ადამიანებში დადებითი ემოციები გამოიწვიოს. კარლო თავის ილუსტრაციებში არ იყენებს სიტყვებს და ყველაფერს ნახატებით გადმოსცემს. თავის წარმოსახვით სამყაროში, მხატვარი ადამიანებს, ცხოველებს და საგნებსაც კი, მეტად სახალისო და მახვილგონივრულ სიტუაციაში ათავსებს და ამ სურათების ნახვა ღიმილის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია. მხატვარი აღიარებს, რომ კომიქსებში, მოკლე და სწორხაზოვანი იუმორი მოსწონს. ასეთი მიდგომა, სოციალურ ქსელებში უამრავ ადამიანს იზიდავს და მისი ხელოვნების თაყვანისმცემელთა წრე ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთი ილუსტრაცია კი, "ვირუსულიც" კი ხდება. როგორც კომიქსების ავტორი ამბობს, იუმორს სიტყვების გარეშე, ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან მას ასე პოპულარობის მოხვეჭა უფრო უმარტივდება, რადგან ენობრივი ბარიერი, როგორც ასეთ, არ არსებობს. კარლოს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ის ხშირად ხატავდა მულტიპლიკაციური ფილმების გმირებს, ხოლო შემდეგ, საკუთარი პერსონაჟებიც გამოიგონა. ხატვის სიყვარულმა, მას პროფესიაც შეარჩევინა და დღეს ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ის ამჟამად გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებით ტკბება. არხის სხვა სიახლეები:* ბავშვს უყიდა, მაგრამ თვითონ გააფერადა...* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ* არც ინტერნეტი, არც სოციალური ქსელები, მაგრამ მაინც ერთობოდნენ... (22 ფოტო)* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა600 6-ს მოსწონს
|