სპარტაში ქალებს გაცილებით დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე დანარჩენ საბერძნეთში; აღზრდის მეთოდის გამო ისინი უფრო ახლოს იყვნენ მამაკაცებთან; ბავშვობიდანვე გრძნობდნენ თავს მოქალაქეებად და საზოგადოებრივ ინტერესებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ვაჟკაცობით, პატრიოტიზმითა და თავგანწირვით არ ჩამოუვარდებოდათ მამაკაცებს: ამიტომ სარგებლობდნენ ასეთი პატივისცემით.
ციტატები:
— ერთმა დედამ, როცა გაიგო, რომ მისი ვაჟი მტრებს გაქცევით გადაურჩა, შემდეგი წერილი გაუგზავნა მას: შენზე ცუდი ხმები დაირხა, ჩამოირეცხე სირცხვილი ამ მოკვდი.
— ერთმა სპარტელმა დედას უამბო ძმის დიდებული სიკვდილის შესახებ: არ გრცხვენია, - უპასუხა დედამ, რომ ასეთ დიდებულ მოზაურობაში არ გაჰყევი ძმას?
— სპარტელი ქალი, რომელმაც თავისი ხუთი ვაჟი გაგზავნა ომში, ქალაქის კარიბჭესთან იდგა და მოუთმენლად ელოდა მოვლენების განვითარებას. როდესაც პირველ გამვლელს ჰკითხა თუ როგორ დასრულდა ყოველივე, შეიტყო რომ მისი ვაჟები დაიღუპნენ: „ამაზე არ გეკითხები: რა ბედი ეწია შვენს სამშობლოს? "- სპარტამ გაიმარჯვა" - იყო პასუხი. "მაშ სიამოვნებით ვეგუები ჩემი ვაჟების სიკვდილს" - განაცხადა ქალმა.
— გასაყიდად გამოყვანილ პარტანელ გოგონას ჰკითხეს, რისი გაკეთება შეეძლო. " შემიძლია ვიყო ერთგული" უპასუხა მან.