მსოფლიო ვინ შეარქვა მარგარეტ ტეტჩერს მეტსახელად "რკინის ლედი"? - ამას ვერასდროს გამოიცნობთ! 2022, 9 ივნისი, 20:15 ყველამ კარგად იცის, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს მეტსახელად - "რკინის ლედი" მისი სიჯიუტისა და გაუტეხლობის გამო შეარქვეს, მაგრამ ვინ იყო ის პირველი, ვინც მისი შეუპოვარი და მკაცრი ხასიათის გამო მას ასეთი უცნაური მეტსახელი მოუფიქრა, რომელიც დამეთანხმებით, რომ ახლა უკვე მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია.1976 წლის 24 იანვარს, სსრკ-ას თავდაცვის სამინისტროს გაზეთმა "წითელმა ვარსკვლავმა" მარგარეტ ტეტჩერს საბჭოთა კავშირისადმი მისი მკაცრი კრიტიკის საპასუხოდ - "რკინის ქალბატონი" უწოდა. ბრიტანულმა გამოცემა "The Sunday Times"-მა კი ეს გამოთქმა "რკინის ლედად" თარგმნა.თუმცა, მარგარეტი ამის გამო სულაც არ დაბნეულა, პირიქით, მან ფრაზა - "ბრიტანეთს სჭირდება რკინის ლედი" თავისი წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანადაც კი აქცია, ასე შერჩა სამუდამოდ ეს მეტსახელი ერთ - ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან ქალად აღიარებულ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ - მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს.სწორედ მარგარეტ ტეტჩერი გახლდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკის მიერ შერქმეული "რკინის ლედის" – მეტსახელიც სწორედ მის უკომპრომისო და ხისტ პოლიტიკაზე მიუთითებდა, მარგარეტ ტეტჩერმა დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. "რკინის ლედის" რამდენიმე ფრთიანი გამონათქვამი "რკინის ქალბატონებისთვის"."როდესაც ქალი ავლენს ხასიათს, მასზე ამბობენ რომ ის "ძუკნაა", ხოლო როდესაც ხასიათს მამაკაცი ავლენს, მასზე ამბობენ რომ ის - "შესანიშნავი ბიჭია"."სახლი უნდა იყოს ქალისთვის ცენტრი, მაგრამ არა ცხოვრების საზღვარი.""ჩემზე პირადი თავდასხმები მხოლოდ მახარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მტერს სხვა პოლიტიკური არგუმენტები აღარ დარჩა"."მამალი შეიძლება კარგად ყივის, მაგრამ კვერცხებს მაინც დედალი დებს"."ზრდილობა დღეს ძალიან ძვირად ფასობს, ხოლო თავხედობას ფასი საერთოდ არ აქვს"."დღეს ქალს საკუთარი თავის გამოხატვის უამრავი შესაძლებლობა გააჩნია: ზოგიერთი ჩვენგანი ქვეყნებსაც კი მართავს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ხიშტზე მეტად ჩვენ უფრო ხელჩანთა გვიხდება".818 შეფასება არ არის |