საქართველო
"აი, სიკვდილის ორმო" - რა ფოტოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი
2022, 9 ივნისი, 17:04
ქვეყნის პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი თბილისის ზღვასთან მისასვლელ გზაზე, საკანალიზაციო ჭის თავახდილ ფოტოს პირად გვერდზე აზიარებს და დედაქალქის მერს, კახა კალაძეს აღნიშნული პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს:
"აი ეს სიკვდილის ორმო მდებარეობს თბილისის ზღვასთან ჯინო ფერედაისთან მისასვლელ გზაზე სოკარის ბენზინგადამართ სადგურთან თანაც გაყოლებაზე სულ ოთხი საკანალიზაციო ჭაა ამგვარად თავახდილი. მანქანები განსაკუთრებით ახალგაზრდები აქ მოძრაობენ დიდი სისწრაფით და ყოველ წამს შეიძლება ადამიანი დიღუპოს.
ახლა კეთილი ინებოს თბილისის ქურდმა მერმა რომელიც მარტო თმების მილანში შეჭრაზე და ტუჩების დაბერვაზე 25 მილიონს ხარჯავს ბიუჯეტიდან ავიდეს ამ წამს ადგილზე და საკუთარი ხელით დააფაროს სახურავები." - წერს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში და "სიკვდილის ორმოდ" წოდებულ ფოტოს აზიარებს: