x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"ახლა რა ხდება,"ოცნების" ჩატებში ხვდებით?" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ევროპარლამენტარების გამოსვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ახლა რა ხდება, რა დირექტივები და დავალებები გაიცემა “ოცნების“ ჩატებში, დეპუტატებთან თუ ტროლ-ბოტებთან, ხვდებით? ხვალ დილიდან, მთელ ევროპარლამენტს ნაცებად და ბერბიჭაშვილებად გამოაცხადებენ, ომი უნდათ მაგათო- ეს იქნება მთავარი ხაზი.


ლექსოს


სახელი გაისმა ახლახანს ევროპარლამენტში ???????? ზუსტად ვიცი, დრო დადგება და ჩვენ გავხდებით იმ სასამართლო პროცესის მომსწრენი, სადაც ლექსოს გამო, 5 ივლისის სისხლიანი სპეცოპერაციის დამკვეთები და ორგანიზატორები ისხდებიან საბრალდებო სკამზე და ჩვენ -მოწმედ მათ წინააღმდეგ. სწორედ ლექსოსთვის!" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პირად გვერდზე, რომელიც "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა არაერთ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, ასევე ქვეყანაში მედიის მძიმე მდგომარეობაზე. აღნიშნულ საკითხებზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უცვლელად გთავზობთ:


"მედიის სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა. ჟურნალისტებზე ძალადობენ, მათ უტევენ ძალიან ბევრ შემთხვევაში და არსებობს მუქარის შემთხვევები და ეს ხდება როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ისე მედიის მფლობელების მიმართ და ძალიან იმედგამაცრუებელი ვარ რომ საქართველოს მთავრობა უერთდება ამ ნადირობას ჟურნალისტებზე, იმის მაგივრად, რომ დაიცვას ისინი.


ამიტომ, მე მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, მათ აქვთ მისწრაფება ევროპისკენ. ეს ნიშნავს რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი ზომები და უნდა იყოს კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი" - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.


"როგორც ასოცირებულ ქვეყანასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველს საქართველომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.


ვფიქრობ, რომ ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ისივე, როგორც მათი ევროპულ მისწრაფებები. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.


ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის შესაბამისი რეფორმები გატარება, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა. საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლისთვის.


საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ქართველი ხალხის მეგობარი ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ, როდესაც მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და დემოკრატიის უკუსვლა ფიქსირდება, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ" - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.


ცნობისთვის, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი 438 ევროპარლამენტარმა დაუჭირა. 438 მომხრე, 65 წინააღმდეგი, 94-მა თავი შეიკავა – ევროპარლამენტი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადება 23-24 ივნისს იგეგმება.


რაც შეეხება საქართველოს, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება საბოლოოდ, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

0
244
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
244