x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როგორ მძულხართ ნეტა იცოდეთ"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"როგორ მძულხართ ყველა არარაობა, ვინც ეკლესიის სახელით სპეკულირებთ და რა ბოროტმოქმედებად მიგიჩნევთ ქოცნაციანად ნეტა იცოდეთ"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის სტატუსში.


"ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციას რაიმე რომ სდომოდა, ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდა, ან თუ ომი დაიწყო, იომებდა, მაგრამ მან ვერც ერთი ქნა და ვერც მეორე:


"ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში.


როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა. თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები.


თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი "გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები.


თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით, ვერც ერთი ქენით, ვერც მეორე. ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში, სწორედ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა" - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა სხდომაზე.








0
714
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
714