x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 ბნელი ფაქტი აზიის ქვეყნების შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

მიუხედავად იმისა, რომ აზიის ქვეყნების საზღვრები ღიად ითვლება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესი ხშირად მიუღებელია ნებისმიერი განვითარებული ქვეყნებისთვის. აზიის ქვეყნების უმეტესობას შეიძლება ეწოდოს კონსერვატიული. მაგრამ ძველ წეს-ჩვეულებებთან ერთად შეინიშნება ისეთი კანონები, რომლებიც სრულიად ბარბაროსულად გვეჩვენება:

1. ალქაჯებზე ნადირობა


საუდის არაბეთის სასამართლო სისტემას ძნელად თუ უწოდებთ ჰუმანურს და სამართლიანს. ზოგჯერ ფიცი საკმარისია ადამიანის დადანაშაულებისთვის ან გასამართლებლად. რაც შეეხება სასჯელს, არასრულწლოვანმა ან ფსიქიურად დაავადებულმაც შეიძლება სასიკვდილო განაჩენი მიიღოს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში მძიმე სასჯელის აღსრულება, სიკვდილით დასჯა არაფრად ითვლება. ისჯება ქორწინების გარეშე ურთიერთობა, ჰომოსექსუალიზმი, ათეიზმი და სხვა რელიგიის პრაქტიკა.

“ალქაჯობა" განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება ამ სასტიკ ქვეყანაში. არსებობს ცხელი ხაზი და სპეციალური სერვისი, რომელიც აგზავნის მათზე “მონადირეებს". “ალქაჯების" დასაკავებლად საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება, რადგან ცნობილია, რომ ასეთი ადამიანები თანამშრომლობენ ჯინებთანაც, შეუძლიათ ფრენა და აქვთ მაგიური შესაძლებლობები. 2007 წელს ეგვიპტელი ფარმაცევტი მუსტაფა იბრაჰიმი ალქაჯობაში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს. 2010 წელს ლიბანელმა მემამულე ალი ჰუსეინ სიბატს ამავე ბრალდებით თავი წააცალეს ხოლო 2013 წელს ორ მოახლეს მიუსაჯეს 10 წლის და ათასი დარტყმის სასჯელი იმ “ჯადოსნური ზიანისთვის", რომელიც მათ სავარაუდოდ მიაყენეს თავიანთ დამქირავებელს.image

2. სიკვდილის კულტი

სანამ ყველა ისწრაფვის სიცოცხლისკენ, ბუტანის ხალხი სიკვდილზე ოცნებობს. ამ ქვეყანაში სიკვდილი აღიქმება როგორც ჯილდო, საინტერესო მოგზაურობა ახალ ნაპირებზე, ხოლო სიცოცხლე ტვირთად. ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დღეში ხუთჯერ მაინც იფიქრონ სიკვდილზე.

რაც შეეხება დაკრძალვის რიტუალს, ბუტანში ის ორი ეტაპისგან შედგება, რომელიც ზუსტად 21 დღეს გრძელდება. პირველ ეტაპზე მიცვალებულის კრემაცია ხდება და იქმნება ფიგურა. მას ამაგრებენ გარდაცვლილის ფოტოსურათს, ატარებენ მას ტანსაცმელში და ცხოვრობენ მასთან მომდევნო დღეებში. 21 დღის შემდეგ ფიგურას წვავენ, ფერფლს ურევენ თიხას და ამზადებენ საფრთხობელას. - გარდაქმნების უწყვეტი ციკლის სიმბოლოს. მიღებულია საფრთხობელას დატოვება ღია ცის ქვეშ, მონასტრის კარიბჭესთან, ან წმინდა ადგილებისკენ მიმავალ გზაზე.image

3. მონობა

სამხრეთ კორეის გარეუბანში, სინანის ოლქში, არის ადგილები, სადაც მარილი მოიპოვება. იქ ურთულეს პირობებში მონებივით მუშაობენ ადამიანები. ინვალიდებიც კი იძულებულნი არიან იმუშაონ ამ საშინელ ადგილას. ცნობილია, რომ იქ მომუშავე ხალხზე ფიზიკურად ძალადობენ კიდეც. რაც შეეხება პოლიციას, ისინი არათუ ხელს არ უშლიან, არამედ პირიქით, ხელს უწყობენ უკანონო ქმედებებს. ბევრი პოლიციელი მორიგეობს მარილის მინდვრებში და თვალყურს ადევნებს მუშები რომ არ გაექცეთ.image

4. გასაყიდი ქალწულობა

კამბოჯელების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამ ქვეყანაში სრული სიღარიბე უბიძგებს დედებს, გაყიდონ თავიანთი ქალიშვილების ქალწულობა. დიახ, კამბოჯაში ქალწულობა არის საქონელი, რომელიც კარგად იყიდება. ბუნებრივია, ეს ფარულად ხდება. უდანაშაულო გოგონას ნათესავები დამოუკიდებლად ეძებენ მყიდველს ქვეყნის მდიდარ ადამიანებსა და ვიზიტორებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება მიწოდებას. ქვეყნის შეძლებული ხალხი, ასევე ტურისტები ჩინეთიდან, ტაილანდიდან და სინგაპურიდან მზად არიან გადაიხადონ 800-დან 4000 ათას დოლარამდე ქალწულ გოგონასთან ერთად ღამის გატარებითვის.image

5. დელფინების მოკვლა

ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, მე-17 საუკუნიდან დღემდე, არსებობს ამაზრზენი ტრადიცია, კერძოდ დელფინების მოკვლის. ტაიზის მეთევზეები ყოველწლიურად კლავენ ათიათასობით დელფინს ყურეებში გადაყვანით. ხაფანგში გახვეულ დელფინებს შუბებითა და დანებით კლავენ. ნადირობის დღეებში ყურეში წყალი ალისფერი ხდება. ცხოველთა დამცველები აღშფოთებულები არიან, აწყობენ საპროტესტო აქციებს, წერენ წერილებს, მაგრამ ამაოდ - ეს არის ქვეყნის პოლიტიკა.image

6. სიკვდილის ესკადრონი

ფილიპინები ნამდვილად არაა ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ასე რომ, ტრისტებისთვის კუნძული მინდაანაო, ზამბოანგას ნახევარკუნძული და სულუს არქიპელაგი სახიფათო ადგილია, იქ რელიგიური კონფლიქტები ყოველდღიურად ხდება. ასევე, საშიშია საზღვაო მოგზაურობაც, რადგან მეკობრეები ხშირად ესხმიან თავს ხალხს ამ ყურეებში. თუმცა ქვეყანაში არის ქალაქი, სადაც დანაშაული პრაქტიკულად არ არის. საუბარია დავაოზე, სადაც ორგანიზაცია „სიკვდილის ესკადრონი“ მოქმედებს. ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ საკუთარი შეხედულება სამართლიანობაზე და დაუნდობლად ანადგურებენ ნარკოდილერებს, ბანდიტებს და მძარცველებს. image

7. იძულებითი სტერილიზაცია

არსებობს მტკიცებულებები, რომ ქალებს იძულებით უკეთებენ სტერილიზაციას უზბეკეთის სამედიცინო დაწესებულებებში. ამრიგად, ქალაქის ხელისუფლება არეგულირებს შობადობას. ყველაზე ხშირად, დანაშაულებრივი ქმედებები ეხებათ სოფლებისა და პატარა ქალაქების მცხოვრებლებს. ასევე არსებობს გარკვეული ჭორები, რომ ექიმებს აქვთ გარკვეული გეგმა, სადაც მითითებულია, თუ რამდენი ოპერაცია უნდა გაკეთდეს თვის ან წლის ბოლომდე.image

8. ქალწულობის შემოწმება

ინდონეზიის კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციაში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ იმ ქალებს, რომელთა საქალწულე აპკი არის ხელუხლებელი. პოლიციის რიგებში ჩარიცხვამდე გოგონები სამედიცინო შემოწმებას გადიან, რომელიც ქალიშვილობის ტესტსაც მოიცავს. ყველა ქალი აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა არა მხოლოდ დამამცირებელია, არამედ ძალიან უსიამოვნოა, რადგან ის ტარდება შეხებით. ბოლო წლებში უფლებადამცველები მოითხოვდნენ ამგვარი ველური პროცედურის გაუქმებას, მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია, რათა გამოირიცხოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესაძლებლობა სამართალდამცავ თანამშრომლებს შორის.image

9. ახალგაზრდრების ბორდელები

ბანგლადეში ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია. აქ ადამიანების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და საკუთარი სხეულით ვაჭრობა ერთ-ერთია იმ რამდენიმე მეტ-ნაკლებად მომგებიანი შემოსავლის წყაროდან. ბანგლადეშის ბორდელებში მუშაობენ არამხოლოდ ზრდასრულები, არამედ მოზარდებიც. ყველაზე ხშირად ესენი არიან 12-14 წლის გოგონები, რომლებიც ახლობლებმა სიღარიბის გამო გაყიდეს. მათ არ აქვთ რაიმე უფლება, ეკუთვნიან ბორდელის მფლობელს და გარკვეული თანხაც უნდა გადაუხადონ მას. ამას ჩვეულებრივ ერთიდან ხუთ წლამდე სჭირდება. სესხის დაფარვის შემდეგ გოგონები დამოუკიდებლები ხდებიან და შეუძლიათ თავად აირჩიონ კლიენტები ან თუნდაც ბორდელი დატოვონ. თუმცა ამდენი წლის შემდეგ ცოტა თუ მიდის თავისი გზით. image

0
843
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
843
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0