x
image
თამილა გურაშვილი
"მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსის" წევრები ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის გადასარჩენათ"

image "ხალხნო, ადამიანებო, საქართველოს მოსახლეობავ, სადა ხართ? რას ფიქრობთ?


მთავრდება ქართველი ერის არსებობა საქართველოში! რას აპირებთ?


ალბად ერთი წელი თუ დარჩა და ქართველს საქართველოში სანთლით დაუწყებთ ძებნას და ვეღარ იპოვით! მიდით აეროპორტებში და ნახეთ რა ხდება? გაედინება, მიფრინავს, ქართველობა!


სადა ხართ ემიგრანტებო? 2 მილონი? სადა ხართ და რასა ფიქრობთ?რიღასთვის წვალობთ? დაიმახსოვრეთ მალე მოვა დრო და თქვენი ნაწვალებით ნაყიდი სახლებიდან გამოგყრიან!



ეხლა იმათ მივმართავ, ვინც ანაწევრებთ ემიგრანტებს: თქვენ ხართ საქართველოს დაუძინებელი მტრები, მოსყიდულები და მოღალატეები, მიზანმიმართულად ანაწევრებთ ემიგრაციას, არ შეგრჩებათ და არ გეპატიებათ ეს ღალატი.


ვინ დაგაჩინათ, ვინ დაგზარდათ რომ სამშობლოს სიყვარული არ ჩაგინერგათ?!


თუ ასე არ არის, მაშ სადა ხართ? რას აკეთებთ საქართველოსა და ქართველი ერის გადასარჩენათ? ასე როგორ შეიძულეთ ის ქვეყანა სადაც დაიბადეთ და დაიზარდეთ?


"მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსის" წევრები ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენათ. თქვენ კი საღათას ძილით მძინარენო იძინეთ, ფოდნოსით მანამ არ მოგართმევენ საქართველოს გულს, საქართველოს მიწას!


იძინეთ, იკუნტრუშეთ! მაგრამ დროებითია გამყიდველების კუნტრუში. არც ღმერთი და არც ჩვენ სამშობლოს ერთგული ადამიანები ამას არ დავუშვებთ. შევეწირებით, მთელს ქვეყანას ვამცნობთ გამყიდველების თვისებებს, რადგან ყველა გაერკვეს ვინ ვინ არის. ვისაც თავისი არ უნდა, სხვისას ფეხებზე დაიკიდებს." - წერს ემიგრანტი ნანა გოგალაძე!


დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი" (მეორე მეფეთა 1; 26) ხომ არ აგვეკრძალა?"- წერს იგი.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0