საზოგადოება რუსმა ექიმმა დაასახელა სამი წამალი, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს 2019, 20 ოქტომბერი, 20:52 რუსი ტელეწამყვანი და ექიმი ელენა მალიშევა საუბრობს სამ მედიკამენტზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე მედიცინა შეიძლება შევადაროთ მათემატიკას, რომელშიც ყველაფერი გამოითვლება და ყველაფერი ცნობილია. მალიშევას თქმით, არსებობს მრავალი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია სიბერე და ნაადრევი სიკვდილი უკან დაწიოს. მან აღნიშნა, რომ ამ სიაშია ასპირინი. ასპირინი ხელს უშლის თრომბოციტების წარმოქმნას, რის გამოც ხდება სისხლის შედედება. ეს კი იწვევს გულის შეტევქს და ინსულტს. 2016 წელს ექიმებმა დაადგინეს, რომ რეგულარულად ასპირინის მიღება ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას და ამცირებს კიბოთი სიკვდილიანობას. მალიშევამ განმარტა, რომ უმჯობესია კარდიოასპირინის მიღება, რომელშიც აქტიური ნივთიერება 100 მგ-ია. ასევე, ინჰიბიტორები ( ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი ) სიბერის საწინააღმდეგო ტაბლეტები. ეს წამლები სისხლძარღვებს ელასტიურს ხდის და წნევას არეგულირებს. როგორც მალიშევამ აღნიშნა, ამ აბების ყოველდღიური გამოყენება სიცოცხლეს 30% -ით აგრძელებს. გარდა ამისა, ექიმის თქმით, 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა უნდა მიიღოს სტატინები, რომლებიც ამცირებს ღვიძლში სინთეზირებულ ქოლესტერინის რაოდენობას. 1718 1-ს მოსწონს
|