x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ჩვენ ფბზე ვივიშვიშოთ, მეტი ხომ აღარაფრის თავი აღარ გვაქვს, უარესის ღირსები ვართ" - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროში "რეორგანიზაციის" სახელით ჩატარებულ საკადრო წმენდას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება:


"ცოტა ხანში სპექტაკლსაც თვითონ დადგამს, სცენარსაც თვითონ დაწერს, ნახატსაც თავად დახატავს, ლექსსაც თავად დაწერს, სიმღერასაც…კინოსაც თვითონ გადაიღებს, ზეზვა და მზიასაც მის აღმოჩენად გაასაღებს. მუზეუმშიც მარტო თავად ივლის და გელათიც მე ავაგე და სვეტიცხოველიცო, იტყვის…


საერთოდ, ქართული კულტურა ჩემით იწყება და ჩემით დამთავრდებაო, გამოაცხადებს…. ჩვენ დავსხდეთ და ფბზე ვივიშვიშოთ(((((((( მეტი ხომ აღარაფრის თავი აღარ გვაქვს ჩვენ(((( ამ ბოლო დროს, ხშირად ვიმეორებ ხოლმე, უფრო უარესის ღირსები ვართთქო და მგონი, მართალი ვარ!" - ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას პოსტში.


კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რეპრესიებს კვლავ განაგრძობს, ცოტა ხნის წინ, მინისტრის მიერ მუზეუმიდან გათავისუფლებულ 40-მდე თანამშრომელს, ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი, დროებითი გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილიც შეემატა.


ცნობისთვის, მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები დავის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ წულუკიანი თავიდან მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს. ცოტა ხნის წინ, ეროვნული მუზეუმის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე შესვლის უფლება მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელს, ისტორიკოსს, იულონ გაგოშიძესაც არ მისცეს, რომელმაც მის კედლებში 64 წელი გაატარა.


0
394
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394