x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო როკ-სიმღერები - რომელია ჩემპიონი?
image

პოპულარულმა ბრიტანულმა რადიომ და გამოცემამ Planet rock-მა მოაწყო მსმენელებში გამოკითხვა, რომელის მიხედვითაც უნდა გამოვლენილიყო "ყველა დროის საუკეთესო როკ-სიმღერები" (The Greatest Rock Songs of All Time)რომლის შედეგები 3 ივნისს გამოქვეყნდა გამოცემის გვერდზე.


საუკეთესოთა რეიტინგში მთლიანად 70 კომპოზიცია მოხვდა, სანამ მის განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ სხვა ანალოგიური რეიტინგებისგან დიდად არ განსხვავდება, ტრადიციულად ყველა ის როკ შედევრი გვხვდება, რიგითობის მცირე კორექტირებით, თუმცა არის მნიშცნელოვანი ცვლილებებიც.

image


AC/DC ყველაზე პოპულარული ჯგუფი აღმოჩნდა- შვიდი სიმღერით, აქედან სამი როკ-ჰიმნი ბონ სკოტის ეპოქიდან მოხვდა და ოთხი ბრაიან ჯონსონის დროინდელი. შემდეგი რეიტინგში ექვსი სიმღერებით აღმოჩნდა Led Zeppelin-ი. Iron Maiden-ი ხუთი სიმღერით, ხოლო Pink Floyd, Rush, Guns N' Roses-ს, Deep purple, Black Sabbath და Metallica - ოთხ-ოთხი სიმღერით.



საოცარია, მაგრამ დიდი პოპულარობის მიუხედავად Queen-ი, Aerosmith-ი და Lynyrd Skynyrd-ს მხოლოდ თითო სიმღერით მოხვდნენ ტოპ 70-ში, მეტიც, რეიტინგში საერთოდ არ არის მოხვედრილი The Beatles-ი, ალბათ იმიტომ, რომ Planet rock-ის მსმენელთა კატეგორია, უფრო "მძიმე" ჟღერადობისკენ არის მიმართული, მაგრამ მიუხედავად ამისა რეიტინგში მოხვდა ისეთი სიმღერები, როგორიცაა The Rolling Stones – ‘Gimme Shelter’(#38) და Eagles – ‘Hotel California’ (#33) და სხვა შედარებით 'სოფტ" კომპოზიციები.


რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა ისეთი მძიმე წონიანი ჯგუფები, როგორებიცაა მაგალითად Jethro Tull, Uriah Heep, Scorpions და სხვა.


1970-იანი წლები ყველაზე პოპულარული ათწლეული აღმოჩნდა Planet Rock-ის მსმენელებში, მარტო საუკეთესო ტოპ ათეულში 8 სიმღერა 70-იანი წლებიდანაა. როკ მუსიკის კიდევ ერთი ვინტაჟური ათწლეული, 1980-იანი წლები არის მეორე ყველაზე წარმომადგენლობითი ათწლეული, რასაც მოჰყვება 1990-იანი, 1960-იანი წლები და ბოლოს 2000-იანი წლები.



ტოპ 20 ასე გამოიყურება:


20) The Who – ‘Won’t Get Fooled Again’ (1971)


19) Deep Purple – ‘Child in Time’ (1970)


18) Metallica – ‘Enter Sandman’ (1991)


17) Led Zeppelin – ‘Whole Lotta Love’ (1969)


16) Motörhead – ‘Ace of Spades’ (1980


15) AC/DC – ‘Highway to Hell’ (1979)


14) AC/DC – ‘Thunderstruck’ (1990)


13) Gun N’ Roses – ‘Sweet Child O’ Mine’ (1987)


12) Iron Maiden – ‘Hallowed Be Thy Name’ (1982)


11) Deep Purple – ‘Smoke on the Water’ (1972)


10) Meat Loaf – ‘Bat Out of Hell’ (1977)


9) AC/DC – ‘Back in Black’ (1980)


8) AC/DC – ‘Whole Lotta Rosie’ (1977)


7) Alter Bridge - ‘Blackbird’ (2007)


6) Led Zeppelin – ‘Kashmir’ (1975)


5) Pink Floyd - ‘Comfortably Numb’ (1979)


4) Lynyrd Skynyrd – ‘Free Bird’ (1973)


3) Rainbow – ‘Stargazer’ (1976)



Stargazer" არის ბრიტანულ-ამერიკული სუპერჯგუფის Rainbow-ის სიმღერა, რომელიც მეხუთე ტრეკად არის წარმოდგენილი ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომიდან Rising (1976), ეპიკური სიმღერა, რომელიც მოგვითხრობს ჯადოქრის ისტორიას, რომელიც ცდილობს ქვის კოშკი ააშენოს და იქიდან ვარსკვლავებისკენ გაფრინდეს.


"Stargazer"-ი გამოირჩევა მუსიკალური სირთულით, ხოლო გიტარა, ტექსტი და დრამის სოლო მოხსენიებულია, როგორც გიტარისტი რიჩი ბლეკმორის, მომღერალი რონი ჯეიმს დიოს და დრამერი კოზი პაუელის ტალანტის მნიშვნელოვან ნიმუშად.


ეპიკური როკ-ტრეკი სიმფონიური მუსიკის ზეგავლენით იწყება კოზი პაუელის მოკლე დრამ სოლოთი, რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც "დიდი დრამერის მომენტი" და მისი ოსტატობის მაგალითი. მასში მონაწილეობს მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრი და რასაც რიჩი ბლეკმორი ხუმრობით უწოდებდა "სიმებიანი ნივთი, რომელიც უკრავს ამ ნახევრად თურქულ გამას". მეორე კუპლეტის შემდეგ შესრულებული ბლეკმორის სოლო, დაწერილია ძველი ფრიგიული დომინანტური გამით და მოიხსენიება, როგორც "მისი ერთ-ერთი საუკეთესო" სოლო.


სიმღერას უწოდეს "ზნეობრივი ზღაპარი" და მისი ტექსტი დაწერილია "ეგვიპტელი მონის დროის " თვალთახედვით, ტექსტის ავტორია რონი ჯეიმს დიო. ის მოგვითხრობს ჯადოქრის და ასტრონომის ისტორიას, რომელიც „გაფრენის იდეით არის შეპყრობილი“ და ხალხის უზარმაზარ არმიას მონებად აქცევს, რათა მისთვის კოშკი ააშენონ, საიდანაც მას შეეძლება აფრენა .ადამიანები იმედით მოელიან იმ დღეს, როდესაც მათი ტანჯვა დასრულდება კოშკის აგებით გამოწვეულ მძიმე პირობებში.


2) Led Zeppelin – ‘Stairway To Heaven’ (1971)



ბრიტანული როკ ჯგუფის Led Zeppelin-ის სიმღერა, რომელიც შესულია ალბომში Led Zeppelin IV. სიმღერა ასევე მოხვდა ლაივ ალბომში The Song Remains the Same. სიმღერა დაწერეს გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა და ვოკალისტმა რობერტ პლანტმა. ეს სიმღერა გახდა ლედ ზეპელინის და ზოგადად როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, ასევე ყველაზე ხშირად დაკრული კომპოზიცია ამერიკის FM რადიოსადგურებზე, მიუხედავად იმისა, რომ, ის სინგლადაც კი არ გამოსულა და რადიოსადგურების სარეკლამო EP მხოლოდ 1972 წელს გამოვიდა. როგორც სინგლი, სიმღერა მხოლოდ 2007 წელს გამოვიდა და ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში 37-ე ადგილი დაიკავა.


კომპოზიცია, რომელიც რვა წუთს გრძელდება, შედგება რამდენიმე ნაწილისგან. იგი იწყება აკუსტიკურ გიტარაზე ნელი დაკვრით, რომელიც ხალხური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. სიმღერის განვითარებასთან ერთად იგი მძიმე, უფრო მძიმე როკისათვის დამახასიათებელ ჟღერადობას იძენს, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის თანხლებით.


წლების მანძილზე ბევრი დარწმუნებული იყო, რომ "Stairway to Heaven" ჰგავს "Taurus"-ს, 1968 წლის ინსტრუმენტულ კომპოზიციას, რომელიც ჯგუფს Spirit ეკუთვნის. ეჭვი კიდევ უფრო გამყარებული იყო იმის გამო, რომ ლედ ზეპელინი Spirit-ის კონცერტებს ერთ-ერთი პირველი ამერიკული ტურის დროს ხსნიდა.


ხანგრძლივი სასამართლო გარჩევების შემდეგ, 2020 წელს ლედ ზეპელინმა სიმღერა Stairway to Heaven-ის უფლებების საქმე მოიგო - სან ფრანციკოს სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.


11 ნაფიცი მსაჯულიდან ცხრამ "ლედ ზეპელინის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ორმა კი თქვა, რომ მათ სიმღერა მოიპარეს.


1) Queen – ‘Bohemian Rhapsody’ (1975)


ბრიტანული როკ ჯგუფის Queen-ის სიმღერა ალბომიდან A Night at the Opera; დაწერილი ფრედი მერკურის მიერ 1975 წელს.იმღერა გამოირჩევა უჩვეულო მუსიკალური ფორმით, სხვადასხვა სტილის ექვსი ნაწილისგან, რომლებიც არ იყოფა კუპლეტებად და მისამღერად წარმოადგენს ცალკეულ მუსიკალურ მიმართულებებს: ოპერას და ბალადას, აკაპელას და როკს. სიმღერაზე რეპეტიცია და ჩაწერა თითქმის სამი კვირა მიმდინარეობდა, საბოლოოდ კომპოზიცია ძალიან წარმატებული გამოდგა სინგლზე, რამაც სერიოზული ბიძგი მისცა ჯგუფის კარიერას, რომელიც მსოფლიოში ცნობადი გახდა.იმღერაზე გადაიღეს ვიდეო კლიპი, რომელიც პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ითვლება.იმღერა სრულდებოდა ჯგუფის თითქმის ყველა კონცერტზე. Bohemian Rhapsody პოპულარული მუსიკის ისტორიაში პირველი როკ-სიმღერაა, რომელიც 1 მილიარდ ნახვას აცდა You tube-ზე.



სრული რეიტინგი ნახეთ ამ ბმულზე



1
164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
2022, 5 ივნისი, 9:19
შენიშვნა,ჯგუფი Rush არ არის რეიტინგში 4 სიმღერით წარმოდგენილი,ტექნიკური შეცდომაა,რისთვისაც გიხდით ბოდიშს
0 1 1