სხვა ჩეჩნეთის სამი მოქალაქე ორგიის მოწყობის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა(ვიდეო) 2022, 3 ივნისი, 21:07
გამოცემა Baza ორგიაში მონაწილეობის შემდეგ ჩეჩნეთის სამი მკვიდრის გაუჩინარების შესახებ იუწყება.
ჩეჩნეთის სამი მოქალაქე, გროზნოში ორგიის შემდეგ გაუჩინარდნენ. ამის შესახებ გამოცემა წერს. გამოცემის ცნობით, 34 წლის ჩეჩენმა ქალმა სახელად მარიამ თავის პედიკურის ოსტატს ჩრდილოეთ ოსეთიდან, 19 წლის სოფიას შესთავაზა სექსი მასთან და მის მეუღლესთან, 30 წლის ბაშირთან ერთად. გოგონა დათანხმდა, მაგრამ როცა პაემანზე მივიდა, ბინაში ორგიის მეოთხე მონაწილე - კლიენტის ქმრის ბიძაშვილი, 31 წლის ადამი დახვდა. წვეულების დროს კომპანიამ აქტიურად გადაიღო ვიდეოები, მათ შორის, როგორ იყენებენ ნარკოტიკის მაგვარ ფხვნილს. ორგიის შემდეგ ერთ-ერთმა მამაკაცმა ვიდეოს სკრინშოტით დაიკვეხნა თავის ნაცნობთან, ეს კადრი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ადგილობრივ პოლიციამდე მიაღწია. საღამოს მონაწილე ბიძაშვილები დაიბარეს დაკითხვაზე, თუმცა მათი ვინაობის დადგენა ვიდეოკადრიდან შეუძლებელი გახდა და მამაკაცები გაათავისუფლეს. ისტორია თიქოსდა ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, როგორც გამოცემა წერს, ორგიის სრული ვიდეო მესენჯერებში გავრცელდა, ვიდეო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამდე მივიდა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სწრაფად დაედგინათ ვიდეოს ყველა გმირი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამი მაცხოვრებლის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ისინი ბოლოს სამი კვირის წინ ნახეს, როდესაც ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. მათი აზრით, ამას უკავშირდება ჩეჩნების გაუჩინარება. რაც შეეხება ორგიის კიდევ ერთ მონაწილეს ჩრდილოეთ ოსეთიდან, 19 წლის სოფია ახლა რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში იმყოფება, სადაც ნარკომანიის წინააღმდეგ მკურნალობის კურსს გადის. 688 3-ს მოსწონს
|