x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, შეაჩეროს ომი
image

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი ეწირება, ცნობილი სპორცმენებიც ეხმაურებიან, მსოფლიო ფეხბურთის მეფედ აღიარებულმა ბრაზილიელმა პელემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა შეაჩეროს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.


"არ არსებობს არგუმენტები, რომლებსაც შეეძლოს გაამართლოს ძალადობა. ეს კომფლიქტი ემსახურება ბოროტებას, არის ყოველნაირად გაუმართლებელი და არ მოაქვს არაფერი გარდა სიკვდილისა, ტკივილისა და ტანჯვისა უდანაშაულო ადამიანების. არ არსებობს არანაირი საფუძვლიანი მიზეზი იმისა რომ ეს საშინელება გაგრძელდეს.


ომები ემსახურებიან მხოლოდ ქვეყნების გახლეჩვას, ერების დაპირისპირებას და არ არსებობს ლოგიკა რომელიც გაამართლებდა იმ მოქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც იღუპებიან ბავშვები, მოხუცები და ქალები, იმარხება ბავშვების ოცნებები, ნადგურდება ოჯახები და იხოცება სრულიად უდანაშაულო ადამიანები.



თქვენს ხელშია საშუალება დამთავრდეს ეს კონფლიქტი. ეს ხომ ის ხელებია რომელსაც მე ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად 2017 წელს ჩვენი ბოლო შეხვედრისას"-ამ სიტყვებით მიმართა პელემ პუტინს.


პელე და სხვა ცნობილი ფეხბურთელები 2017 წელს ჩავიდნენ მოსკოვში რუსეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე.


2018 წელს პუტინმა პელეს უწოდა მისი საყვარელი ფეხბურთელი უცხოელი ფეხბურთელებიდან.


ნაკლებადაა სავარაუდო რუსეთის დიქტატორმა ანგარიში გაუწიოს ფეხბურთის მეფის მიმართვას, მაგრამ რაც უფრო მეტი ცნობილი ადამიანი აღიმაღლებს ხმას რუსული ბოროტების წინააღმდეგ მით უკეთესი იქნება.



0
39
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
39