სხვა ყატარის პრინცესა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 2022, 3 ივნისი, 11:14 ყატარის ყოფილი პრინცესა, რომელიც სავარაუდოდ ზედოზირებით გარდაიცვალა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდა დიზაინერული ტანსაცმლის ჩუქებას თავის დამლაგებელისათვის. 45 წლის კასია გალანიო, რომლის ყოფილი მილიარდერი ქმარი ყატარის ამჟამინდელი ემირის ბიძაა, გასულ კვირას საწოლში გარდაცვლილი იპოვეს მის 2 მილიონ ევროდ შეფასებულ პენტჰაუსში. როგორც ცნობილი გახდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიდეო გაუგზავნა თავის ერთგულ დამლაგებელ ქალბატონს, თეოდორა პომას, სადაც აჩვენა მას დიზაინერული ტანსაცმლი და ჩანთები, რომელიც სურდა მისთვის მიეცა. 43 წლის ბოლივიელი ქალბატონი პომა, ახლა თვლის, რომ მისმა დამქირავებელი შესაძლაო ამ ჟესტით ემშვიდობებოდა მას, რადგან იცოდა, რომ თავი უნდა მოეკლა. ქალბატონმა გალანიომ ასევე სთხოვა მას და კოლეგას, მოსულიყვნენ და დაესუფთავებინათ მისი მეშვიდე სართულის ბინა პრესტიჟულ ესპანურ კურორტ პუერტო ბანუსში მარბელასთან ახლოს. მაგრამ როდესაც ქალბატონი პომა ცდილობდა მისთვის საპასუხო მესიჯი გაეგზავნა, რათა შეთანხმებულიყვნენ რა დროს მივიდოდა სამუშაოს შესასრულებლად , მისგან პასუხი არ მიიღო. ახლა მას სჯერა, რომ ეს იმიტომ, რომ მისი სოციალური დამსაქმებელი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მეგობრობდა და ინსტაგრამის გვერდზე 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, უკვე მკვდარი იწვა საკუთარ სახლში. გამოცემა MailOnline-ს ცნობით, ქალბატონ გალანიოს ერთგული შინაური ცხოველი, პომერანიული ძაღლი, სახელად ჰანი, მასთან ერთად იყო, როცა ის გარდაიცვალა. ძაღლი ახლა მის ქალიშვილებს გადასცეს. ქალბატონმა პომამ თქვა, რომ ქალბატონი გალანიო გაემგზავრა პარიზში მიმდინარე წლის აპრილში, რათა შებრძოლებოდა ყოფილ ქმარს, 73 წლის აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ ტანის, მათი სამი ქალიშვილის მეურვეობისთვის - ორი 17 წლის ტყუპი გოგონა და ერთიც 15 წლის . მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გოგონები უნდა დარჩნენ საფრანგეთში, სადაც მათი მილიარდერი მამა ცხოვრობს. სასამართლომ ეს განაჩენი მას შემდეგ გამოიტანა, როდესაც დაადგინა, რომ ქალბატონი გალანიო ნერვული აშლილობისკენ იყო მიდრეკილი და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების გამო სპეციალურ სამკურნალო კლინიკებს სტუმრობდა. სასამართლომ მოისმინა აგრეთევ ბრალდებები, რის მიხედითვაც პრინცმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა მის ერთ-ერთ ქალიშვილს, თუმცა მან კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება, იტყობინება ფრანგული გაზეთი Le Parisien. პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, რომ გოგონაზე 9-დან 15 წლამდე ძალადობდნენ და ზოგჯერ აიძულებდნენ საწოლი გაეზიარებინა მამასთან. ქალბატონი გალანიოს სხვა მეგობრებმა უარყოფენ, რომ რომ ის სვამდა ან ნარკოტიკებს იღებდა და აცხადებენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდა, იოგათი და სირბილით ტკბებოდაო. ქალბატონი პომამ შვებულება აიღა, რათა ღვიძლზე ემკურნალა საავადმყოფოში იმ დროისთვის, როდესაც მისი დამსაქმებელი ესპანეთში. გულდამძიმებულმა დამლაგებელმა თქვა: „მისგან დიდი მორალური მხარდაჭერა მივიღე, რათა ამ მკურნალობას გავკლავებოდი. „ის მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე და ნამდვილი მებრძოლი ქალიშვილებისთვის. ყოველთვის ამბობდა, რომ ქალიშვილებთან ყოფნა უნდოდა და ძალიან უყვარდა ისინი."-აღნიშნა დამლაგებელმა. ამბობენ, რომ ქალბატონი გალანიოს ცხედრის სასამართლო ექსპერტიზა შეფერხდა იმის გამო, რომ იგი ოთხი დღის განმავლობაში გარდაცვლილი იყო საკუთარ სახლში, Playas del Duque კომპლექსში, პუერტო ბანუსის მრავალმილიონიანი იახტების სადგომიდან ერთი წუთის სავალზე. ესპანური მედია იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით მას ჰქონდა ალკოჰოლი და "სხვა ნივთიერებები" ზედოზებით მიღებული რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. 431 3-ს მოსწონს
|