ბიჭის ისტორია, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად ,,სახის გადანერგვა" დასჭირდა
ახალგაზრდობა მშვენიერია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ აქვს ერთი უზარმაზარი მინუსი - ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, რის გამოც ახალგაზრდებს ხშირად ემართებათ სერიოზული უსიამოვნებები, ზოგჯერ ტრაგიკულიც კი. სწორედ ამ მიზეზით სცადა ენდი სენდნესმა თვითმკვლელობა მხოლოდ 21 წლის ასაკში, როდესაც მას დეპრესია დაემართა. ჩახმახზე დაჭერის შემდეგ, ენდი მყისიერად მიხვდა თავის შეცდომას და ექიმებს ევედრებოდა გადაერჩინათ მისი სიცოცხლე ვაიომინგის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ენდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი მოათავსეს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კერძო სამედიცინო ცენტრში Mayo Clinic, სადაც შეხვდა პლასტიკურ ქირურგს სამირ მარტინის.
მიუხედავად ყველა მცდელობისა და არაერთი ოპერაციისა, ექიმებმა მისი სახის აღდგენა ვერ მოახერხეს. ენდის არც ყბა ჰქონდა, არც ცხვირი და მხოლოდ 2 კბილი ჰქონდა დარჩენილი.
ენდი მაინც აგრძელებდა სამედიცინო ცენტრში ვიზიტებს, 2012 წელს კი ერთმა ზარმა მისი ცხოვრება შეცვალა.
საბედისწერო ზარი იყო სამედიცინო ცენტრიდან, საიდანაც შეიტყო, რომ ისინი სახის გადანერგვის პროგრამის დაწყებას აპირებდნენ და ის იდეალური კანდიდატი იყო.
3 წლისა და მრავალი ფსიქიატრიული გამოკვლევის შემდეგ მისი სახელი მოლოდინის სიაში დაემატა.
ექიმების თქმით, დონორის ლოდინი შეიძლებოდა 5 წლამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ შესაფერისი კანდიდატი მხოლოდ 5 თვის შემდეგ გამოჩნდა.
ბედის ირონიით, ისიც 21 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომელმაც თავის არეში სროლით თავი მოიკლა. ენდის შემთხვევისგან განსხვავებით, მას სახეში არ უსვრია და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოპერაცია 56 საათს გაგრძელდა და ექიმებმა შეძლეს ოპერაციის წარმატებით ჩატარება.
ოპერაციის შემდეგ ენდის სახე ჯერ კიდევ საჭიროებდა კორექციას.
ის მთელი 3 კვირა ელოდა შესაძლებლობას, ახალი სახე რომ დაენახა. ბოლოს სახის ლიფტინგის, კისრის აწევისა და თვალების ირგვლივ ძვლების კორექტირების შემდეგ (შეშუპების თავიდან ასაცილებლად), ენდის ბოლოს და ბოლოს სარკეში ჩახედვის საშუალება მისცეს.
სანამ ენდის სახის კუნთები ძლიერდებოდა, ის მუშაობდა ლოგოპედთან, რომელმაც ასწავლა, როგორ გამოეყენებინა ახალი პირი, ყბა და ენა, რათა აღედგინა მკაფიო ლაპარაკის უნარი.
სრული გამოჯანმრთელების შემდეგ კი ენდი ასე გამოიყურება.