x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
როგორც იქნა დასრულდა- ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა: ნაფიც მსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს. ემბერ ჰერდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს და 15 მილიონი დოლარის ანაზღაურება დააკისრეს. ნაფიც მსაჯულების აზრით, თქვა, ამბერ ჰერდმა შეურაცხყოფა მიაყენა დეპს და მოქმედებდა "ბოროტი განზრახვით".image
სასამართლომ ასევე დაავალა დეპს ყოფილი მეუღლისთვის 2 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაეხადა ერთ-ერთი საჩივრის გამო: კერძოდ, დეპის ადვოკატებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ემბერმა და მისმა მეგობრებმა სახლი თავდაყირა დააყენეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს და ჯონი დაადანაშაულეს, სწორედ ეს განცხადება მიიჩნია სასამართლომ სიცრუედ.

პროცესის შემდეგ დეპმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა:

“გაოცებული ვარ იმით, თუ რამხელა სიყვარულს, დიდ მხარდაჭერას და სიკეთეს ვიღებ მთელი მსოფლიოდან. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მისია - სიმართლის გამოვლენა დაეხმარა სხვებს, მამაკაცებსა თუ ქალებს, რომლებიც აღმოჩნდებიან მსგავს სიტუაციაში. ასევე იმედი მაქვს, რომ სასამართლოები და მედია დაუბრუნდებიან იმ აზრს, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოა, სანამ ბრალეულობა არ დამტკიცდება. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და ახალი თავი საბოლოოდ დაიწყო."image
სასამართლოში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჰერდმაც:

“იმედგაცრუება, რომელსაც დღეს ვგრძნობ, ენით აღუწერელია. გული მწყდება, რომ ბევრი მტკიცებულება არ იყო საკმარისი ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციული ძალაუფლებისა და გავლენის დასაძლევად.

იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ რას ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ქალებისთვის. ეს მარცხია. ეს გვაბრუნებს იმ დროში, როდესაც ქალი, რომელსაც არ ეშინოდა ხმამაღლა თქვას, შეიძლება შერცხვეს და დამცირდეს საჯაროდ. ეს არღვევს აზრს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.

მე ვთვლი, რომ ჯონის ადვოკატებმა შეძლეს და აიძულეს ნაფიც მსაჯულები, რომ ყურადღება არ მიექციათ სიტყვის თავისუფლების მთავარი საკითხისთვის და იმ მტკიცებულებისთვის, რომელიც იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო დიდ ბრიტანეთში. ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მე, როგორც ჩანს, დავკარგე უფლება, რომელიც მეგონა, რომ მქონდა, როგორც ამერიკელს."

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0