სხვა ნაწყენი ძაღლი სახლიდან გაიქცა და შინ თავზე მიმაგრებული წერილით დაბრუნდა 2022, 7 ივნისი, 8:59 მეცნიერთა აზრით, ძაღლებს ისეთი პირველადი ემოციების განცდა შეუძლიათ, როგორიცაა შიში, სიხარული, სიყვარული, დარდი და მრისხანება. თუმცა, ისეთი რთული განცდა, როგორიც, მაგ., დანაშაულის გრძნობაა, მათთვის მიუწვდომელია. ამიტომ, ოქროსფერ რეტრივერს, მეტსახელად, ცზინ მაოს საერთოდ არ უნერვიულია, იმის გამო, რაც დააშავა. ძაღლს იმის გამო კი არ განაწყენებულა, პატრონის ახალი ფეხსაცმელი რომ დაღრღნა, არამედ ის ეწყინა, პატრონმა რომ უყვირა და ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება, მისი საქციელის გამო. ნაწყენი ცზინ მაო მაგიდის ქვეშ დაიმალა და როგორც კი, შესაფერისი მომენტი ნახა, სახლიდან გაიქცა. ეს საღამოს საათებში მოხდა და როდესაც პატრონმა ძაღლის გაუჩინარება შენიშნა, შეშფოთდა. ის მის საძებნელად წავიდა, მაგრამ ვერ იპოვა. ძებნა დილით გააგრძელა, მაგრამ უშედეგოდ... პატრონს საკუთარი ძაღლი უყვარდა და მის დაკარგვას განიცდიდა. მაგრამ, დარდი დიდ ხანს არ მოუწია, — სადილისთვის, ცზინ მაო სახლში ისე დაბრუნდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ის სუფთა, ნაჭამი იყო და მხოლოდ თამაშზე ფიქრობდა. პატრონი მიხვდა, რომ მის ძაღლს ღამე ქუჩაში არ გაუტარებია... და თუ სად იყო, ამ კითხვაზე პასუხი იმ წერილიდან მიიღო, რომელიც მას, სარეცხის სამაგრებით ჰქონდა თავზე მიბმული. 1001 4-ს მოსწონს
|