x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა "მონა იზაურას" რეჟისორი
image

საკულტო სერიალის" მონა იზაურას" რეჟისორი მილტონ გონსალვესი(Milton Gonçalves) 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია Globo-ს კინორეჟისორის და მსახიობის ნათესავებმა განუცხადეს.


2020 წელს გოსნალვესს იშემიური ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც სამი თვის განმავლობაში დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა და ასევე იმყოფებოდა საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ ინსულტმა შეასუსტა გონსალვესის ჯანმრთელობა, რაც მოგვიანებით გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.


მილტონს უდიდესი პოპულარობა მოუტანა მისმა რეჟისორულმა ნამუშევარმა ბრაზილიაში მონობისადმი მიძღვნილმა საპნის ოპერამ "მონა იზაურამ", რომელიც 1976 წელს ბრაზილიელი მწერლის ბერნანდუ გიმარაინშას 1875 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს.



საბჭოთა კავშიმა ეს პროექტი მაყურებელს 1988 და 1989 წლებში აჩვენა, რომელიც იყო ფაქტობრივად პირველი კლასიკური გაგებით სრული სერიალი, რომელიც სსრკ-მ შეიძინა და რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად.

image

გოსნალვესი ერთ-ერთი პირველი მსახიობი, რომელიც მიიწვიეს 1965 წელს შექმნილ ტელეარხ Globo-ში.

image

იგი როგორც ბრაზილიის „შავკანიანი მოძრაობის“ აქტივისტი, 1990-იან წლებში იყო რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორის კანდიდატი.

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი აერთიანებდა შემოქმედებით საქმიანობას და სამთავრობო თანამდებობებზე მუშაობას. მილტონ გონსალვესი იყო პარტია " ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის" წევრი.

image

გონსალვესი როგორც მსახიობი მუშაობდა Globo-სთან 40-ზე მეტ პროექტზე.ამასთანავე ითამაშა 50-მდე მხატვრულ ფილმში. 1986 წელს არტისტმა ითამაშა სერიალ "სენიორიტაში", რის შემდეგაც ნომინირებული იყო Emmy Award-ზე.ამის გარდა აღებული აქვს 1974 წელს - ბრაზილიის კინოფესტივალის კანდანგოს ჯილდო - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (ფილმი "ეშმაკის დედოფალი") და 1978 - წელს ოქროს "კიკიტო" გრამადოს ფესტივალზე - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი (ფილმი "Barra Pesada")და სხვა პრიზები.


0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0